საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უშუქოდ დარჩენილ რომელ სოფლებს გადასცემს მთავრობა მზის პანელებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:54 - 20 დეკემბერი 2018 hits 21285

2019 წელს, საქართველოს მთავრობა, USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით, რეგიონებში 100-ზე მეტი უშუქოდ დარჩენილი სოფლისთვის მზის პანელების გადაცემას აპირებს. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ალტერნატიული ენერგიის წყაროთი დაახლოებით 400 ოჯახის უზრუნველყოფა მოხდება.

„მთის ამბებმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, სამთვიანი სამართლებრივი დავის შემდეგ მოიპოვა მონაცემები (საჯარო ინფორმაცია, რომელიც კანონით მაქსიმუმ 10 დღეში უნდა გაეცათ), რომელ სოფლებში რამდენი ოჯახისთვის აპირებს მთავრობა მზის პანელების გადაცემას. სამინისტროს განცხადებით, უშუქოდ დარჩენილი დასახლებული პუნქტების სია შედგენილია მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. სიაში ის სოფლებია, სადაც მუდმივად ან სეზონურად მაინც ცხოვრობენ.

ბორჯომის სოფლები - თორი 11 ოჯახი; პატარა ცემი 2 ოჯახი;

ადიგენის სოფელი - ფარეხა 67 ოჯახი;

ხაშურის სოფლები - ღუდა 22 ოჯახი; ყობი 2 ოჯახი; ალექსანდრეს წყარო 3 ოჯახი;

გორის სოფლები - ველები 11 ოჯახი; იფნარი 4 ოჯახი; მღებრიანი 4 ოჯახი; ტამი 4 ოჯახი; დრე 5 ოჯახი; ბორცვანა 2 ოჯახი; პიტნარა 3 ოჯახი; დიდი წერეთი 5 ოჯახი; ჭანჭახა 5 ოჯახი; საჯია 4 ოჯახი; საყავრე 24 ოჯახი; ფიცესი 21 ოჯახი; წითელწყარო 15 ოჯახი; ლული 3 ოჯახი; ფელი 3 ოჯახი; ნადარბაზევი 1 ოჯახი; დიდთავი 1 ოჯახი; ოჭიორა 5 ოჯახი; ხანდისი 3 ოჯახი; პატარა ჭვარები 4 ოჯახი; დიდი ჭვარები 4 ოჯახი;

კასპის სოფელი - ვარჯანი 15 ოჯახი;

ქარელის სოფლები - სათერძე 9 ოჯახი; ბატიაური 2 ოჯახი. მეხეთი 2 ოჯახი; ტყემალა 3 ოჯახი; ბანი 1 ოჯახი;

ქობულეთის სოფლები - ხინო 4 ოჯახი; ტყემაკარავი 8 ოჯახი; დიდვაკე 5 ოჯახი;

ონის სოფლები - გადამში 5 ოჯახი; ჭვებარი 4 ოჯახი; სხიერი 5 ოჯახი; ღები (თევრეშოს უბანი) 30 ოჯახი; გონა 7 ოჯახი;

ლენტეხის სოფლები - შტვილი 12 ოჯახი; მამი-ზაგალოდი 2 ოჯახი; ცანა 19 ოჯახი; ზესხო 6 ოჯახი; ლამფალაში 7 ოჯახი; ღობი 7 ოჯახი; ბენიერი 8 ოჯახი;

ვანის სოფლები - მახაში 8 ოჯახი; ბაგინეთი 2 ოჯახი;

ბაღდათის სოფლები - ვენახჭალა 3 ოჯახი; ქერშავეთი 3 ოჯახი; ზეკარი 16 ოჯახი; ალისმერეთი 6 ოჯახი;

ხარაგაულის სოფელი - პატარა სახლვარი 6 ოჯახი;

ზესტაფონის სოფელი - ბაგინეთი 2 ოჯახი;

საჩხერის სოფელი - ვაკისა 8 ოჯახი;

ხონის სოფელი - კინჩხა (ლეხუმის უბანი) 4 ოჯახი;

მესტიის სოფლები - ჰეშკილი 12 ოჯახი; ხალდე 12 ოჯახი; ტიტა 5 ოჯახი; ზედა ვედი 3 ოჯახი; ხელრა 13 ოჯახი; ქედანი 2 ოჯახი;

წალენჯიხის სოფელი - ხოკო 15 ოჯახი;

აბაშის სოფელი - სამარღანო 25 ოჯახი;

თიანეთის სოფლები - საჭურე 3 ოჯახი; ლახატო 2 ოჯახი; ძირხვიანი 3 ოჯახი; ხაიშო 1 ოჯახი;

ყაზბეგის სოფელი - უხათი 3 ოჯახი;

მცხეთის სოფლები - ტაბაკური (სოფლის ნაწილი) 3 ოჯახი; ნახშირგორა (ე.წ. მზიანეთი) 11 ოჯახი; ზემო ნიჩბისი 6 ოჯახი;

დუშეთის სოფლები - ხირაუშა 3 ოჯახი; ფუძნარი 3 ოჯახი; ხახაბო 1 ოჯახი; ანდაქი 4 ოჯახი; არდოტი 24 ოჯახი; კისტანი 3 ოჯახი; გიორგიწმინდა 1 ოჯახი; ტონჩა 3 ოჯახი; ჭიჩო 1 ოჯახი; უკანაფშავი 9 ოჯახი; ხოშარა, ვაკისოფელი, ახადი 15 ოჯახი; ბურსაჭირი 15 ოჯახი; ზემო დოლასქედი 3 ოჯახი; დიხჩო 7 ოჯახი; არბაჩხანი 3 ოჯახი; კანატია 2 ოჯახი; მჭედლიაანთკარი 7 ოჯახი; ჭონტილი 13 ოჯახი; ციხისსოფელი 3 ოჯახი; ავენისი 5 ოჯახი; საქერე 4 ოჯახი; მუგუდა (ზედა უბანი) 3 ოჯახი; ჩადის ციხე 15 ოჯახი; ბანცური 11 ოჯახი; სოდევე 11 ოჯახი; მეჯილაური 11 ოჯახი; აკუშო 2 ოჯახი; წინხადუ 5 ოჯახი; უკანხადუ 3 ოჯახი; ჭალისოფელი 2 ოჯახი; ზეისტეჩო 2 ოჯახი; ბისო 6 ოჯახი; დავითურები 8 ოჯახი; ზემო ცხვედიეთი 6 ოჯახი; ხახმატი 12 ოჯახი;

ახმეტის სოფლები - ჩოფჩაური, იფნისგორი, ბუღაანი, კვერნაძეული - 19 ოჯახი; ინგეთი 6 ოჯახი; ბუხრები 6 ოჯახი; ჯაბური 2 ოჯახი;

საგარეჯოს სოფლები - კოჭბაანი 2 ოჯახი; უგუდეთი 1 ოჯახი; დიდი ნამტვრიანი 2 ოჯახი;

დედოფლისწყარო - შიდი შირაქის დასახლება 11 ოჯახი.

ჩამონათვალში არ არის დუშეთის სოფლები ხონისჭალა, ხონე და არჭილო, სადაც ელექტროენერგია არასდროს ყოფილა. მათ შორის, ხონეში, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან, მუდმივად ცხოვრობს შეთეკაურების 4 ოჯახი.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში