საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უცოლო კაცების სოფლები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:54 - 16 აგვისტო 2018 hits 14912

გოდერძი ჩოხელის „ნატირალმაც“ ვერ უშველა, ახლა არაგვი ნასახლარებს მიუყვება. ხევსურეთი თითქმის ნახევსურალია, ფხოვიც ლამის ნაფხოვარი. უკანაფშავის ჯერ კიდევ ცოცხალ სოფლებში, შუაფხოს ზემოთ, თითო ან ორი-სამი ადამიანიღა შემორჩა, 70 წელს გადაცილებული მოხუცები. ელიაგზაში, ჩალახევში, ვაკისოფელში, ხოშარაში, ჭიჩოსა და სხვა სოფლებში მინიმუმ 19 წელია ბავშვი არ დაბადებულა.

26 წლის ლუხუმ ჯაბანიშვილი მუდმივად უკანაფშავში ცხოვრობს, დასაოჯახებელია. გოგოები კი არიან შუაფხოში და ქვემოთ სოფლებში, მაგრამ სულ 30-35 ოჯახია და ერთმანეთის ნათესავები ვართო, ამბობს. უკანაფშავიდან ბარში ჩასვლასაც იშვიათად ახერხებს. საქონელს და ფუტკარს უვლის, თავს ვერ ანებებს. თვითონაც ფუტკარივით შრომობს.

„აქედან რომ წავიდეთ და ვინმე გავიცნოთ, მაგისთვისაც ვერ ვიცლით. თან, აქ მცხოვრებსაც სწყინდება და ბარიდან არავინ წამოვა, რომ ოჯახი შექმნა კაცმა. ზამთარში კიდევ უფრო რთულია აქ ცხოვრება“.

უკანაფშავში არ არის ელექტროენერგია. „დასარეკიც“ შორსაა, ზოგ სოფელში რამდენიმე ასეულ მეტრში, ზოგან კი რამდენიმე კილომეტრი მთაზე ასვლაა საჭირო.

„ზამთარში მარტო მეღა ვრჩები, სხვა ახალგაზრდები მიდიან. გზაც იშვიათად იწმინდება. შეიძლება, ერთი თვე ისე გავიდეს, არც გაიწმინდოს. არც ექიმია, ზოგჯერ ვერც სასწრაფო ამოდის. სკოლაც შორსაა აქედან. საბავშვო ბაღი მთელ უკანაფშავში არ არის, არც ინტერნეტია“.

სკოლა თვითონაც მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში დაამთავრა. უკანაფშავის სკოლაში რომ ევლო, ყოველდღიურად 28 კილომეტრი ფეხით სიარული მოუწევდა. 2017 წლამდე შუაფხოს სკოლა საშუალოც არ იყო.

8 წელია რაც ზამთარ-ზაფხულ ჭიდალშია. საოჯახო სასტუმროს გახსნას გეგმავს. ბოლო პერიოდში ბორბალოს მთისკენ მიმავალ ტურისტებს ხედავს - ტურიზმი რომ განვითარდეს, იქნებ, ცოტა ხეობასაც ეშველოსო.

ორ-სამ წელს კიდევ აპირებს დარჩენას. თუ არაფერი შეიცვალა, ისევ მისაქციელში დაბრუნდება.

„გზა, ინტერნეტი და ტელეფონი რომ იყოს, შეიძლებოდა, ბარიდან ვინმე წამოსულიყო და ოჯახი შეექმნა კაცსა.“

40 წლის ვასო წოწკოლაურიც დასაოჯახებელია, მუქოში - „თუ პირობები არ იქნება, ყველა წავა. მოხუცებიღა რჩებიან და ესენიც რომ აღარ იქნებიან, დანარჩენი სოფლებიც დაიცლება“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში