საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

2019 წელს მინი საბაგიროები ჯავახეთის და ხევსურეთის სოფლებშიც დამონტაჟდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:43 - 15 თებერვალი 2018 hits 5136

„სვანეთის რამდენიმე სოფელში უკვე დავამონტაჟეთ გერმანული წარმოების მინი საბაგიროები და ვაგრძელებთ ამ ინიციატივას. ჩვენ მივიღეთ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მთელი საქართველოს მასშტაბით და მინდა გითხრათ, რომ არცერთ ასეთ გამოხმაურებას უყურადღებოდ არ დავტოვებთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, მომავალ წელს უკვე ჯავახეთში, ასევე, ხევსურეთსა და ბარისახოში დამონტაჟდება ასეთი საბაგიროები და ეს პროცესი გაგრძელდება.

„საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასია ასეთი საბაგიროს დამონტაჟება და ეს არ არის ისეთი ძვირი სიამოვნება, როგორიც საერთაშორისო მთის კურორტებზე ერთი საბაგიროს დამონტაჟებაა და რამდენიმე მილიონი ევრო ჯდება. აქ საუბარია 20-25 ათასი ევროს ფარგლებში, სოფელში სათხილამურო ტრასის მოწყობაზე, რაც არის ძალიან დიდი რამ ჩვენი ბავშვებისთვის.

ჩვენს ქვეყანაში, სადაც 70% არის მთა, ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს ჩაერთოს ზამთრის სპორტის სახეობებში იქ, იმ სოფელში, სადაც ისინი ცხოვრობენ. მათ არ უნდა მოუწიოთ თხილამურებით საკუთარი ძალისხმევით ასვლა ძალიან ციცაბო ტრასებზე, რომელიც მათ სოფლებში არსებობს“, - აღნიშნა პრემიერმა.

სვანეთის სოფლებში უშგულში, უშხვანარში, მაზერში და ეცერში - ზემო სვანეთში და დაბა ლენტეხში, ქვემო სვანეთში გერმანულმა კომპანიამ უკვე დაამონტაჟა 200-300 მეტრის სიგრძის მინი საბაგიროები. მინი საბაგიროების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და ბავშვებში სამომავლო კარიერისთვისსაკუთარი შესაძლებლობების განვითარებაა.

მთავრობის ინფორმაციით, ზაფხულში მთიან რეგიონებში დაგეგმილია სასეირნო და მთამსვლელებისთვის განკუთვნილი ბილიკების გაკეთებაც, ამ ბილიკების გასწვრივ კი საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში