საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ცდოში გადამცემი ხაზის მშენებლობის კანონიერებაზე სასამართლო 16 თებერვალს იმსჯელებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:51 - 08 თებერვალი 2017 hits 4816

ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოს ტერიტორიაზე 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის კანონიერებას მცხეთის რაიონული სასამართლო 2017 წლის 16 თებერვალს განიხილავს. ეს საქმის პირველი სასამართლო განხილვა იქნება. ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით მცხეთის სასამართლოში სარჩელი ზუსტად ერთი წლის წინ შევიდა.

„ცდოს ტერიტორიაზე 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვა კანონდარღვევით არის გაცემული. ხაზის მშენებლობა დაიწყო მანამდე, სანამ ნებართვის გაცემა მოხდებოდა. შემდეგ კი ნებართვა უკანა რიცხვით გაფორმდა. ჩვენ ვითხოვთ ამ ნებართვის გაუქმებას და გადამცემი ხაზისთვის ალტერნატიული მარშრუტის შერჩევას. სასამართლოში სარჩელი 1 წლის წინ შევიტანეთ. ამასობაში გადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო და დასრულდა კიდეც. როგორც აგვიხსნეს, სასამართლო გადატვირთულია და ამაზე ადრე საქმის განხილვა არ შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ  გადამცემი ხაზის მშენებლობა დასრულებულია, ბრძოლას მაინც ვაგრძელებთ: სამართლიანი სასამართლოს პირობებში ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს,“- ამბობს მოსარჩელე, ყაზბეგში მცხოვრები ზაზა წიკლაური.

ცდოს ტერიტორიაზე 110 კვ-იან გადამცემი ხაზი (220 კვ-ან გაბარიტებში) კომპანია „დარიალენერჯმა“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და შპს „ენერგოტრანსმა“ ააშენა.

სოფელი ცდო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში, ყაზბეგიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. როგორც ცდოს მოსახლეობა აცხადებს, სოფლის ტერიტორიაზე აშენებული ელექტროგადამცემი ხაზი „ზღუდავს სოფლის განვითარებას“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში