საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მიწის ინდივიდუალური წესით რეგისტრაცია ფასიანი გახდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:56 - 05 იანვარი 2022 hits 8990

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. 2022-2024 წლებში სააგენტო 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) სისტემურ რეგისტრაციას ეტაპობრივად უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:

  • მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
  • უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
  • გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
  • სანოტარო მედიაცია;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
  • ფაქტების კონსტატაცია;
  • მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

საქართველოში მიწის რეგისტრაცია ორი წესითაა შესაძლებელი - სისტემური და სპორადული (ინდივიდუალური). რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს. მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს. სპორადული რეგისტრაცია კი გულისხმობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას.

2021 წლის 1-ელ იანვრამდე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში გაწეული მომსახურებაც უფასო იყო. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით, სპორადული რეგისტრაცია ფასიანი გახდა და საფასურიც განისაზღვრა.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში 2024 წლის ბოლომდე მიწის სისტემური რეგისტრაცია კი უფასო იქნება, მაგრამ ეს სამუშაოები მუნიციპალიტეტებს ეტაპობრივად მოიცავს. პირებს, ვისაც მიწის გაფორმება მანამდე დასჭირდებათ, ვიდრე სააგენტო იმ მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის სამუშაოებს დაიწყებს, მათ სპორადული წესით საფასურის გადახდა მოუწევთ.

  • მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება − 3 თვის ვადაში − 300 ლარი;
  • საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაცია − 3 თვის ვადაში − 600 ლარი;
  • თუ დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში, არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას, დაწესებულ საფასურს (300 ლარს) ემატება 300 ლარი;
  • სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება - „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით დადგენილ ვადაში − 300 ლარი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში