საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბებმა“ ზედიზედ მესამედ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო მიიღო

21:44 - 03 მაისი 2025 hits 345

სისტემური კორუფციისა და არაეფექტიანი მმართველობის შემთხვევების მხილებისათვის, „მთის ამბებმა“ ზედიზედ მესამედ, ევროპის ფონდის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო მიიღო.

ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის ევროპის ფონდის მიერ დაწესებული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის (I ადგილი) 2023 წელს გადაეცა გელა მთივლიშვილს ფილმისთვის - „რაჭის ტყეების ოკუპაცია“.

2024 წლის ჯილდოც საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის (I ადგილი) მიიღო „მთის ამბებმა“ ფილმისთვის - „დანაშაული შოვში“.

საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მედიის მაკონტროლებელი ფუნქციის გამორჩეული ერთგულებით შესრულებისთვის, 2025 წელს, ევროპის ფონდმა შვიდი მედიასაშუალება დააჯილდოვა:

  • აი ფაქტი
  • ბათუმელები
  • პუბლიკა
  • სამხრეთის კარიბჭე
  • საქართველოს ამბები (მთის ამბები)
  • სტუდია მონიტორი
  • ტელეკომპანია პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი

„ეს მედიასაშუალებები თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება საგამოძიებო ჟურნალისტიკამ მოახდინოს რეალური გავლენა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგანან ჟურნალისტები საქართველოში. გარემოსდაცვითი საკითხებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემაში არსებული დარღვევების გამოძიებით დასრულებული, მათი მასალები უშიშრად ამხელენ უსამართლობას. მათი საქმიანობა შთააგონებს მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებს, რომლებსაც უწევთ მსგავს სირთულეებთან გამკლავება. ისინი ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, სიმართლის დაუღალავი ძიება საბოლოოდ მოიტანს სასურველ შედეგს“, - აცხადებს მარკ ჰორვიტ, ჟიურის წევრი, მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორი.

„მათ გაბედულად და შეუპოვრად გამოამჟღავნეს სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო პირებში გავრცელებული კორუფციული ფრაქტიკები. მიუხედავად ჟურნალისტებზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმებისა და მედიის შეზღუდვისკენ მიმართული კანონმდებლობის გამკაცრებისა, ისინი უშიშრად განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის განადგურებისკენ მიმართული ქმედებების მხილებას“ - თქვა ბრანტ ჰიუსტონმა, ჟიურის წევრმა, გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) თანადამფუძნებელმა, ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორმა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში