საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ერთი და ორი შვილით მთას ვეღარ გადავარჩენთ“ - 10 შვილის დედა უკანაფშავიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:12 - 08 მარტი 2020 hits 20390

დავითი 4 წლის, ელენე 5-ის, ნაზი 7-ის, ნინო 9-ის, ჯაბა 11-ის, თინა 12-ის, სალომე 13-ის, მარიამი 15-ის, იოსები 17-ის, ბარბარე 19-ის - ათი შვილიდან რიგით მეცხრემ, ელენემ ყველაზე ადრე გაიღვიძა და დედას დედის დღე და გაზაფხული დილის რვა საათზე მიულოცა.

ირმა ცქიფაშვილისა და ზაზა ჯაბანიშვილის ათშვილიანი ოჯახი უკანაფშავის სოფელ თხილიანაში ცხოვრობს. ზღვის დონიდან 1360 მეტრზე მდებარე სოფელი ხეობაში ყველაზე ხმაურიანი და ბავშვმრავალია.

სოფლისკენ მიმავალი გზა ისევ ისეთ მდგომარეობაშია, როგორც უწინ, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანა დღემდე დაგვიანებით მიდის.

„ჩემი ერთ-ერთი შვილი უკვე დაბადებული იყო, სასწრაფო რომ მოვიდა“ - იხსენებს ირმა. ყოველი დილა ალიაქოთით იწყება: „ყველას თავის პრობლემა აქვს. მე ეს არ მინდა, მე ის არ მინდა, მე ეს უნდა ჩავიცვა, მე ამას არ გავაკეთებ...“

უკანაფშავის ერთადერთ სკოლაში სულ 16 მოსწავლეა. აქედან 7 ერთი ოჯახიდანაა - ბარბარე უკვე 1-ლი კურსის სტუდენტია, დათო და ელენე კი დედას სახლში ელოდებიან, ვიდრე სკოლიდან დაბრუნდება. ირმა სკოლაში მასწავლებელი და დირექტორია. ხეობაში საბავშვო ბაღი არცერთ სოფელში არ არის.

„ერთი და ორი შვილით ჩვენ მთას ვეღარ გადავარჩენთ და ამანაც გადამადგმევინა ზუსტად ის ნაბიჯი, რომ ბევრი შვილი მყოლოდა. ერთი-ორი შვილით რომ ვყოფილიყავი სკოლაში, ვერ დავამკვიდრებდი აქ სკოლას და ჩემი მოქმედებით სოფლისთვის სტატუსის და სკოლის შენარჩუნებაც ვცადე“

2017 წლამდე შუაფხოს სკოლაში მხოლოდ 9 კლასი იყო, რის გამოც თხილიანიდან ხუთშვილიანი ოჯახი მაღაროსკარში გადაცხოვრდა, მათი უკან დაბრუნება კი ვეღარ მოხერხდა. დღეს მეზობლად კიდევ ერთი მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ოთხი შვილით  და იმედი აქვთ, სოფელში ხალხიც დაბრუნდება და მეტი ბავშვიც იხმაურებს. ადვოკატირების კამპანიის შედეგად, 2017 წლის სექტემბრიდან შუაფხოს სკოლას მე-10, მე-11 და მე-12 კლასებიც დაემატა.

სამსახურიდან დაბრუნებულ ირმას ყოველდღე უწევს სარეცხის რეცხვა, რასაც ზამთარში უწყლობა კიდევ უფრო ართულებს. თხილიანაში წყალი ხშირად არ არის და ორი კილომეტრით დაშორებული მეზობელი სოფლიდან მოაქვთ. ხეობაში არც ბუნებრივი აირია. ერთადერთი შეღავათი, რაც მთის კანონმა უკანაფშავის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას (იქ, სადაც შუქია) მოუტანა, ელექტროენერგიის გადასახადის თანაგადახდაა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში