საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზების პროექტის საჯარო განხილვა იწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:41 - 11 თებერვალი 2018 hits 12071

20-21 თებერვალს, ახმეტასა და დუშეთში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ცალკეული ნაწილების საჯარო განხილვა გაიმართება. ღონისძიებები ახმეტაში 20 თებერვალს, დუშეთში კი 21 თებერვალს, მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში 15:00 საათზეა დაგეგმილი.

ახმეტაში საჯაროდ განსახილველი პროექტი ძიბახევი-ხადორის ხეობის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია/მშენებლობას მოიცავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო მონაკვეთი იწყება სოფელ ბირკიანის ტერიტორიაზე, მიუყვება მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროს (მდინარის მიმართულების საპირისპიროდ) დამთავრდება ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე გვხვდება 3 სახიდე გადასასვლელი, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საჭიროებს კაპიტალური საფარის მოწყობას, მოაჯირების და თვალამრიდების შეღებვას. ტრასის მთლიანი სიგრძე 5972 მეტრია.

რაც შეეხება დუშეთში განსახილველ პროექტს, მისი მიზანია ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზიდან სოფელ როშკამდე მისასვლელი ახალი, 6.4 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, დღეს არსებული გზის ნაცვლად. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, არსებული გზა ვერ აკმაყოფილებს საჭირო ტექნიკურ პარამეტრებს (მცირე რადიუსები სერპანტინებზე 3-5 მეტრი, მაღალი გრძივი ქანობები 14-16% და უსაფრთხოების ნორმები. საპროექტო გზა იწყება ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 57 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 1471 მეტრ სიმაღლეზე მიუყვება მდინარე ბლოსღელეს ხეობის მარჯვენა ფერდს და მთავრდება სოფელ როშკაში, ზღვის დონიდან 2014 მეტრ სიმაღლეზე.

ძიბახევი - ხადორის და როშკა-ღელისვაკეს გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის გზის პროექტის ნაწილია. მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობაზე დაახლოებით 140 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. როგორც „მთის ამბებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა, გზა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, 2020 წელს უნდა დასრულდეს.

2011 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა 10 პუნქტიანი ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება. ათ ძირითად პრიორიტეტს შორისაა ინფრასტუქტურის გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი გზების. პროგრამა ძირითად აქცენტს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციაზე აკეთებს.

 

ამ თემაზე:

ჯუთადან როშკის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება

პანკისი–თუშეთის ახალი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება

ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის გზას ხორვატიული კომპანია დააპროექტებს 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში