საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა აფერხებს ქართული დელიკატესის - დამბალხაჭოს მასობრივ წარმოებას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:31 - 02 ოქტომბერი 2017 hits 7401

ფშაური ყოფისა და კულტურის განსაკუთრებული ელემენტი - დამბალხაჭო, დღითი-დღე პოპულარული ხდება და ქართულ დელიკატესზე მოთხოვნაც იზრდება.

დამბალხაჭოს ფასი დღეს, საშუალოდ, 30 ლარს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი მოთხოვნადია, სარეალიზაციოდ მას ძირითადად, არაგვისა და ივრის ხეობის სოფლებში, დაახლოებით, 20-25 ოჯახი ამზადებს. რაც, როგორც მწარმოებლები ამბობენ, ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

დამბალხაჭოს მასობრივ წარმოებას არაერთი ფაქტორი აფერხებს, მათ შორის ის, რომ არ არსებობს გაწერილი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც დადგინდება პროდუქტის ხარისხი. ასევე, ტრადიციულად, ოჯახებში სწავლების გარდა, დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგია არსად ისწავლება. პრობლემურია სამაცივრე მეურნეობის არქონის საკითხიც.

არასამთავრობო კავშირ „ჩვენი ფშავი“-ს გამგეობის თანა-თავმჯდომარის, მარიამ ხუცურაულის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დამბალხაჭოს პოპულარიზაციისთვის 6 წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გამართეს, არავინ დაინტერესებულა, რა სჭირდებათ იმისათვის, რომ მეტი პროდუქტი აწარმოონ.

„რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. ოთახ-მაცივრის მოწყობა გვინდა, მაგრამ ეს ძალიან ძვირია, დაახლოებით 50 ათას აშშ დოლარამდე ჯდება მისი აშენება და აღჭურვა. ოთახ-მაცივარი რომ გვქონდეს, ზაფხულში, როცა რძე მოჭარბებული რაოდენობითაა, დიდი რაოდენობით დამბალხაჭოს დავამზადებდით და მთელი წელი მოვამარაგებდით მაღაზიებს“.

მისივე თქმით, დამბალხაჭოთი როგორც საქართველოს, ასევე, არაერთი ქვეყნის ბაზარზე ინტერესდებიან, თუმცა სხვადასხვა მიზეზებისა და იმის გამო, რომ საკმარისი რაოდენობის პროდუქტი ვერ მზადდება, მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.  

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში