საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თამუნა ნერგაძე

თამუნა ნერგაძე

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. ფილოლოგი ფრანგული ენის განხრით. მუშაობდა ქართული ენის ტრენერად სომხურენოვან სკოლაში.

ამ ხეობას ნუ მოვკლავთ, ასე ნუ დავტოვებთ - ნიკო არდოტელი საზოგადოება

ამ ხეობას ნუ მოვკლავთ, ასე ნუ დავტოვებთ - ნიკო არდოტელი

ხევსურეთში მას მურღვას სახელით იცნობენ. მურღვა ხევსურულ დიალექტზე მღვრიეს, მეომარს, მშფოთვარეს ნიშნავს. მურღვაც სულ იბრძვის, იბრძვის იმისთვის, რომ მიღმახევის სოფლები არ მოკვდეს, „სოფელი თუ თუ მოკვდა, მერე ძალიან ძნელიაო მისი გაცოცხლება“.

გაგა შეთეკაური და ბიომრავალფეროვნების სახლი „თებულო“ საზღვრისპირა სოფლის გადასარჩენად გარემოს დაცვა

გაგა შეთეკაური და ბიომრავალფეროვნების სახლი „თებულო“ საზღვრისპირა სოფლის გადასარჩენად

სამანქანო გზა 5 კილომეტრში წყდება. მერე ფეხით, ცხენით ან სამხიდიანი მანქანით ხევში უნდა იარო. მდინარის აქაფებული წყალი რამდენიმე ადგილას სამხიდიანი მანქანის ერთ მეტრზე მაღალ ბორბლებს თითქმის მთლიანად ფარავს. კიდევ ერთი კილომეტრი ან ცოტა მეტი ციცაბო აღმართს უნდა აუყვე და ზღვის…

ქეთო – ყველაზე პატარა ბავშვი მუცო-არდოტის ხეობიდან საზოგადოება

ქეთო – ყველაზე პატარა ბავშვი მუცო-არდოტის ხეობიდან

ექვსი წლის ქეთო დაიაური მუცო-არდოტის ხეობის ყველაზე პატარა ბავშვია. გზად ძმასთან და ორ უზარმაზარ ძაღლთან, ბოთესთან და ჭრელოსთან ერთად გვხვდება. მანქანას ვაჩერებთ, ვინაობას ვეკითხებით.

რეპორტაჟი თოთხამიდან – იქ რა გინდოდათ, რა დაგკარგვიათ? საზოგადოება

რეპორტაჟი თოთხამიდან – იქ რა გინდოდათ, რა დაგკარგვიათ?

თოთხამში რამდენად წაგვიყვანთ? – ვეკითხებით ახალქალაქში ტაქსის მძღოლს. იქ რა დაგკარგვიათ? - კითხვითვე გვპასუხობს კითხვაზე და თვალით გვანიშნებს, რომ ტაქსიში ჩავსხდეთ. შემდეგ მანქანიდან გადმოდის, ჩვენს უზარმაზარ ზურგჩანთებს საბარგულში დებს და თოთხამისკენ ჩვენი მოგზაურობაც იწყება.

მარტო დარჩენილი ქალების სოფელი მოგზაურის დღიური

მარტო დარჩენილი ქალების სოფელი

სამცხე-ჯავახეთში არავის უკვირს, რომ ეთნიკური სომეხი მამაკაცების უმრავლესობა სამუშაოდ რუსეთში მიდის. გამონაკლისი არც სოფელი ვაჩიანია. საკმარისია, სოფლის ერთი ბოლოდან მეორემდე ფეხით აუყვე მიხვეულ-მოხვეულ გზას და დარწმუნდები, რომ ეს მოხუცების, ბავშვებისა და ქალების სოფელია - მამაკაცების გარეშე.

სანამ ზურგჩანთას ავიკიდებ მოგზაურის დღიური

სანამ ზურგჩანთას ავიკიდებ

ჯავახეთში წასვლა საშიშია. ჯადო აქვს ამ ადგილს: წახვალ და ან მხოლოდ 25-გრადუსიანი ყინვა და ქარბუქი დაგამახსოვრდება და აბუზღუნებული დაბრუნდები - აქ რა აძლებინებთ ადამიანებსო, ან კიდევ მუქ ლურჯ ტბებს რომ ნახავ, ხელისგულისოდენა სოფელში დასარჩენად ათას სულელურ საბაბს მოიგონებ. ეს იმის…

რა გვაერთიანებს „მთის ამბების“ მოქალაქე–რეპორტიორებს საზოგადოება

რა გვაერთიანებს „მთის ამბების“ მოქალაქე–რეპორტიორებს

„მთის ამბების“ ხალხთან შესახვედრად გადაჭარბებული მონდომებისგან ერთი საათით ადრე მივდივარ დათქმულ ადგილზე. შევიკრიბეთ. გეზი თბილისიდან კახეთისკენ გვაქვს, სადაც გადაღების, მონტაჟის, ამბის თხრობისა და მულტიმედია სიუჟეტის მომზადების რვადღიანი ტრენინგი მოეწყობა კონკურსის წესით შერჩეული 11 მოქალაქე-რეპორტიორისთვის. ჯერ არავის ვიცნობ, მაგრამ მიკროავტობუსში იმდენს…

მკითხაობა ქაღალდის ნავებით ბლოგი

მკითხაობა ქაღალდის ნავებით

ზღვის კაცია. ზღვა ხმელეთზეც არ ასვენებს, სულ ზღვის ამბებზე ყვება: გემზე ტვირთის სწორად გადანაწილების მნიშვნელობასა და ყოველ ექვს თვეში ერთხელ ეკიპაჟის შეცვლის აუცილებლობაზე, რომელ გრძედსა და განედშია ყველაზე სახიფათო წყლები და რომელში პირიქით, რამდენ კილომეტრს უდრის ერთი საზღვაო მილი და…

თავში