შატილს იქითაც საქართველოა!
18:52 - 19 სექტემბერი 2018ხევსურეთში პრემიერი მოდისო, ამბავი აუტანიათ მუცოში. საიდან გაიგეო ბალღო, უკითხავთ. შატილში ხიდს მოაჯირები შეაბეს და ინგური (კოშკებს შორის ბილიკი) ნაგვისგან გაწმინდესო. მუცოში, არდოტისა და ხონეს გასაყართან შეიკრიბნენ - „შატილში ამოსული პრემიერი აქეთაც გამოიხედავსო“.