საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სვანეთში ჰესების მოწინააღმდეგე მანანა საღლიანი სასამართლომ სამსახურში აღადგინა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:40 - 01 მარტი 2019 hits 4868

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ბრძანება, მანანა საღლიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოსამართლემ მოპასუხეს დაავალა მანანა საღლიანი სამსახურში იგივე თანამდებობაზე აღადგინოს და იძულებით განაცდური ხელფასი სრულად აუნზაღაურონ.

მანანა საღლიანი სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა. მოსარჩელე სასამართლოში მისი გათავისუფლების მოტივად, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მის აქტიურობას ასახელებდა. მანანა საღლიანი სამსახურიდან 2018 წლის 29 ივნისს გაათავისუფლეს. ამას წინ უძღოდა მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, რომლის დროსაც, სამსახურიდან ასევე გათავისუფლდნენ მესტიაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები - ნარგის ნიგურიანი და მაია კახიანი.

მანანა საღლიანის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში