იტალიაში მთის ხალხის ფესტივალი სვანეთს მიეძღვნება
16:43 - 17 აგვისტო 201818 აგვისტოს, იტალიის ქალაქ ბრუნეკში, რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმში მთის ხალხის ფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი სვანეთს და სვანურ კულტურას მიეძღვნება. შესრულდება სვანური სიმღერები, გამოიფინება სუვენირები და სტუმრებს სვანური კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. ღონისძიების მიზანი მესნერის მთის მუზეუმებში სვანური კულტურის პოპულარიზაციაა.