საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ზურა მეტრეველი რაჭიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:05 - 10 თებერვალი 2019 hits 7908

ონის რაიონის სოფელ სორის საშუალო სკოლა 1998 წელს დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად თბილისში წავიდა. რაჭაში ზაფხულობით ადიოდა. 2008 წელს, როცა სოფელ შარდომეთში ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ მეცხოველეობის კომპლექსი გახსნა, გაიგო, რომ მუშები სჭირდებოდათ.

მუშაობა დაიწყო და საცხოვრებლად ისევ სორში დაბრუნდა. დაოჯახდა, ორი შვილი ჰყავს. „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეცხოველეობის კომპლექსში ახლა ზედამხედველია.

ზურა ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც რაჭიდან ახალგაზრდები მიდიან, სამუშაო ადგილების არქონაა, რამდენიმე საწარმო თუ შეიქმნება და ხალხი დასაქმდება, მიგრაციას შეაჩერებს:

„ახალგაზრდები ისევ თუ წავიდნენ, აღარც სკოლებია, აღარც საბავშვო ბაღები სოფლებში. სპორტზე ან სიმღერაზე რომ გინდოდეს ბავშვის მიყვანა, არაფერი არ არის აბსოლუტურად. გლეხს ყველაფერზე პრობლემა აქვს. მუშახელი არ არის, რომ ვინმე ვინმეს მიეხმაროს“.

ონის მუნიციპალიტეტში, რომელშიც 64 სოფელია, მხოლოდ 1 საბავშვო ბაღია, ისიც ქალაქ ონში. ერთ წელია რაც სოფელ გლოლაში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა, სადაც 7 ბავშვია რეგისტრირებული. ონის 50-ზე მეტ სოფელში სკოლა აღარ ფუნქციონირებს.

2002-2014 წლებში, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობა ყველაზე მეტად, 37.4 %-ით რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შემცირდა. ონის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში 10-ზე ნაკლები ადამიანიღა ცხოვრობს, 4 სოფელი უკვე ნასოფლარია, 46 სოფელში კი 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან. ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში დღეში მხოლოდ ერთი ბავშვი იბადება. სიკვდილიანობა შობადობას 202 %-ით აღემატება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში