საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მზია ბექაური პანკისიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:26 - 10 თებერვალი 2019 hits 7263

„დღეს პანკისისთვის უფრო დიდი პრობლემა არ არის, ვიდრე ეს ჰესი. მე პედაგოგი ვარ და სადაც ვმუშაობ სკოლაში, ყველა მასწავლებელი წინააღმდეგია. გულგრილად კი არ არიან, ძალიან ეშინიათ რომ ჰესი არ აშენდეს. ფიქრობენ რა გზას მივმართოთ“, - ბირკიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია ბექაური მთავრობას მოუწოდებს, პანკისის ხეობაში ახალი ჰესების მშენებლობაზე უარი თქვას.

„ალაზანი ხეობის სავიზიტო ბარათია. მდინარის ძარღვებიდან ვიღებთ სასმელ წყალს ჭებში. ჩვენს სოფელში მოსახლეობის 95 % ჭებით სარგებლობს. ამდენ კილომეტრზე მდინარე მილებში თუ მოექცევა, ნელ-ნელა ჭებში წყალი დაშრება. არაფერი გვინდა, არც უფასო დენი, არც ტარიფების დაწევა, ჰესი არ ააშენონ“.

პანკისის ხეობაში 2 ჰიდროელექტროსადგური უკვე ფუნქციონირებს.

„ხადორჰესი“ ჩინური კომპანიის დაფინანსებით აშენდა და 2004 წელს ამოქმედდა. მდინარეები ალაზანი და სამყურა მილებში მოაქციეს. ე.წ. სადაწნეო მილსადენი კი 300 მეტრის სიმაღლიდან ეშვება.

მდინარის მცირე ნაწილი (დაახლოებით 30 %), რომელიც „ხადორჰესს“ გადაურჩა, 2013 წელს მილებში „ხადორი 2 ჰესისთვის“ მოაქციეს. „ხადორი 2“ შპს „ფერის“ საკუთრებაა.

იგივე კომპანია და მფლობელთა ჯგუფი ცდილობს პანკისის ხეობაში კიდევ ორი ჰესის მშენებლობას. ორივე პროექტზე მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია. ბირკიანში, „ხადორი 3“ ჰესის ასაშენებლად მდინარე ალაზანი დაახლოებით 4.5 კილომეტრზე მილსადენში უნდა მოაქციონ. მოსახლეობამ ჰესის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ივნისში საპროტესტო აქციებით შეაჩერა.

მეოთხე ჰესის მშენებლობა მდინარე სამყურისწყალზეა დაგეგმილი. პროექტი ითვალისწინებს 10 მეტრი სიმაღლის კაშხლიანი სათავე ნაგებობის აშენებას. ჰესის სადაწნეო მილსადენი კლდეში გაყვანილ გვირაბში უნდა მოეწყოს; დაგეგმილია კლდოვანი ქანების ბურღვა აფეთქებითი სამუშაოები, ასევე „სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს სააგრეგატო შენობიდან, ახმეტის ქვესადგურამდე, მაღალი ძაბვის ახალი ხაზის მშენებლობა. ერთი ასეთი ქსელი, რომელიც მაღალ ძაბვას ატარებს, პანკისის ხეობის სოფლებზე უკვე გადის.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში