საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მედიკო მაისურაძე რაჭიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:13 - 14 თებერვალი 2019 hits 5638

რაჭის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებთა მსგავსად, წედისელი მედიკო მაისურაძეც სოფლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რაიონულ ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონას ასეხელებს.

„წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა ტრანსპორტით სოფლის უზრუნველყოფა. გვჭირდება მაღალი გამავლობის მანქანა, რომელიც სოფელს ზამთარ-ზაფხულ მოემსახურება, პროდუქტსაც მოიტან, რაიონთანაც კავშირი გექნება. ხომ არის ხოლმე საგანგებო სიტუაციებიც არა? ხომ არის სოფლის პროგრამა, სხვა რამეს დაანებონ თავი, ამ ტრანსპორტს მიგვიხედონ. 10 ლარს ვიხდით და იმ 10 ლარის გადახდაც უჭირს ხალხს. ყველამ იცის აბსოლუტურად, გამგებლიდან დაწყებული, ზემდგომმა, ქვემდგომმა. ამას ვთხოვთ ყველას რომ ტრანსპორტით დაგვეხმარონ.

გაერომ გვაჩუქა ერთი მანქანა, მერე ის დაიტოვა გამგეობამ. ზამთრის პერიოდში უფასოდ გვიგზავნიან, კვირაში ერთხელ. გაზაფხულდება თუ არა, ეს მანქანა გაჩერდება. ყველაფერმა ამან განაპირობა რომ ისევ ქალაქისკენ მიდის ხალხი, იქ უფრო პოულობს საარსებო წყაროს, ვიდრე ასე მთა-სოფელში“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში