საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვასილ მაისურაძე რაჭიდან - 100 წამი მთის ამბებზე

21:17 - 13 თებერვალი 2019 hits 8696

„1991 წელს რომ ამოტრიალდა ყველაფერი, მას შემდეგ ჩიხში ვართ. რამდენიმე ხანში შესული დავრჩით. თვეში 2-ჯერ მაინც იყოს მანქანა, რომ ონამდე ჩავიდეთ, ან წამალი ვიყიდოთ ან რამე. 4-ზე ნაკლები მგზავრი თუ იყო, ეზარება მძღოლს ამოსვლა, 5 და 6 ადამიანი კი ხანდახან ვეღარ ვგროვდებით“, - ვასილ მაისურაძე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადამიანიდან, ვინც სოფელი ირი არც 28 წლის წინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის და არც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ არ მიატოვა.

ირი ბოლო ქართული სოფელია ონი - ცხინვალის გზაზე. ირიდან 2 კილომეტრში რუსი სამხედროები დგანან. ირელებს ყველაზე მეტად ომის შემდეგ გაუჭირდათ: ოკუპანტებმა ონი-ცხინვალის გზა ჩაკეტეს, ადგილობრივები სოფელ კვაისასთან ახლომდებარე საძოვრებსა და სათიბებსაც ვეღარ იყენებენ.

„ორი ავტომატიანი რუსი რომ გადმოვიდეს, აქედან წამოგვრეკავს ჩვენი საქონლიანად და გადაგვიყვანენ კვაისაში. სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს საზღვარი? არ უნდა იყოს დაცული? ონამდე ისე ჩავლენ, კაციშვილი წინ ვერ დაუდგებათ, მთელ ამ ხეობას დავკარგავთ, ათამდე სოფელს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში