საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ილია ბექაური გუდამაყრიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:23 - 01 მარტი 2019 hits 5846

29 წლის ილია ბექაური გუდამაყარში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრია. სკოლა გუდამაყარში დაამთავრა. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს. გუდამაყრელი ახალგაზრდები ხეობაში დაბრუნებას და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩაბმას ფიქრობდნენ. კერძო ინვესტორის მიერ, შავ არაგვზე ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განზრახვა და მდინარის მოქცევა მილებში, მათ გეგმებს თავდაყირა აყენებს.

„ამ სოფელში ადრე 10-მდე ოჯახი ცხოვრობდა. სოფელი დაიცალა და დღეს ერთი ოჯახიღა ცხოვრობს. მიდის ხალხი. რამდენიმე ახალგაზრდა ვფიქრობთ, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს სოფელს, სახლებს. რაღაც გეგმები გვაქვს, პატარა ბიზნესი გვინდა შევქმნათ, კოტეჯები გავაკეთოთ. ჩვენ რომ დაგვინახავენ, შეიძლება სხვა ახალგაზრდებმაც მოგვბაძონ და ასე გამოვაცოცხლოთ ჩვენი გუდამაყარი“.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, გუდამაყრის ხეობის 22 სოფელში 234 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში ბევრად ნაკლები. ათნოხი და ბურსაჭირი უკვე ნასოფლარებია.

შპს „სოლო ენერჯი“ გუდამაყრის ხეობაში 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავდა. პროექტის მიხედვით, ორივე ჰესს კაშხალი ექნებოდა - შავ არაგვზე წყალს 9 მეტრის სიმაღლეზე დააგუბებდნენ, ბაკურხევში 7 მეტრზე. შავ არაგვს თითქმის 6 კილომეტრზე მილებში მოაქცევდნენ, ბაკურხევს 4 კილომეტრზე დაამწყვდევდნენ. გუდამაყრელები ხეობაში ასეთი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგები არიან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წლის 01 მარტის ბრძანებით, შპს „სოლო ენერჯის“ უარი უთხრა გუდამაყრის ხეობაში „არაგვი ჰესი“ და „არაგვი ჰესი 1“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის დამტკიცებაზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში