საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

19 თებერვალს ეთერ თათარაიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:23 - 16 თებერვალი 2019 hits 6584

ეთერო - ორი, სამი, ოთხი - ასე ჰქვია ეთერ თათარაიძის პოეტური მინიატურების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც 19 თებერვალს, 17:00 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.

„ორ, სამ და ოთხ სტრიქონში ჩატეული საქვეყნო ფიქრი და დარდი, სევდა და იმედი, ტკივილი და სიყვარული. მხოლოდ აუცილებელი სიტყვებით გამოხატული დიდი სათქმელი. ეს სახელ - გვარიც ერთმანეთს ძალიან უხდება, მაგრამ უკვე დადგა დრო, ჩვენი დიდებული პოეტი ქალი, უბრალოდ, ასე მოვიხსენიოთ: ეთერო. მისმა ლექსმა და პიროვნებამ ეს ჭეშმარიტად დაიმსახურა“, - წერს წიგნის რედაქტორი იოსებ ჭუმბურიძე.

ეთერ თათარაიძე წარმოშობით თუშია. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2004 წლიდან მუშაობს საქართველოს ფოლკლორის ცენტრში ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელად. ეთერ თათარაიძემ შემოიტანა ქართულ პოეზიაში „თუშური ხმით ნატირლების“ ხიბლი. იგი ავტორია პოეტური კრებულებისა: „იმედის გვირილაო“ (1979), „მთვარის ნალი“ (1988), „ჩამომიარ საწუთრომ“ (1998), „100 ლექსი“ (2012) და სხვა. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ქართული დემონოლოგია, ქართული ლეგენდა; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 2009 წელს დაჯილდოვდა „ფოლკლორის ეროვნული პრემიით“.

ამ თემაზე:

ლევან ბერძენიშვილი ► ეთერ თათარაიძე - ჩვენი დროის ვაჟა-ფშაველა | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში