საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჟუჟუნა წიკლაური გუდამაყრიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:02 - 01 მარტი 2019 hits 7151

ჟუჟუნა წიკლაური გუდამაყრის სკოლის დირექტორია. თანამდებობას მისთვის ხელი არ შეუშლია ხმამაღლა ელაპარაკა იმ საფრთხეებზე, რასაც გუდამაყრელები მდინარე შავ არაგვზე ჰესების მშენებლობის შემთხვევაში ელიან:

„არაგვი გუდამაყრის მშვენება. ჰესი დამანგრეველი იქნება. ამ ხეობაში ერთადერთი ეს წყალია, სასმელიც არის, საქონლის დასაწყურებელიც, სარწყავიც. მდინარე იზიდავს აქ ტურისტებს. როცა მზე აცხუნებს, სავსეა არაგვი. ეს არის ჩვენი სანაპიროც, გასართობი ცენტრიც. ყველაზე მეტად ბავშვები დაზარალდებიან. დაცლის ხეობას, ეს პროექტი თუ განხორციელდა.

ის სიცოცხლე, რაც ამ არაგვშია, რატომ უნდა მოვსპოთ? ახალგაზრდების იმედი გვაქვს, ადგილზე არიან თუ წასულები, იმ დიდი სიყვარულით, რაც ამ ხეობის მიმართ აქვთ, გუდამაყარს დაიცავენ. სიმართლის მხარეზე უნდა იდგეს ყველა“.

შპს „სოლო ენერჯი“ მთავრობასთან 2017 წლის ივლისში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გუდამაყრის ხეობაში 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავდა. პროექტის მიხედვით, ორივე ჰესს კაშხალი ექნებოდა - შავ არაგვზე წყალს 9 მეტრის სიმაღლეზე დააგუბებდნენ, ბაკურხევში 7 მეტრზე. შავ არაგვს თითქმის 6 კილომეტრზე მილებში მოაქცევდნენ, ბაკურხევს 4 კილომეტრზე დაამწყვდევდნენ. გუდამაყრელები ხეობაში ასეთი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგები არიან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წლის 01 მარტის ბრძანებით, შპს „სოლო ენერჯის“ უარი უთხრა გუდამაყრის ხეობაში „არაგვი ჰესი“ და „არაგვი ჰესი 1“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის დამტკიცებაზე. მინისტრის ამ ბრძანებით, გუდამაყრის ხეობაში ამ ეტაპზე „სოლო ენერჯის“ მიერ ჰესების მშენებლობის საკითხზე წარმოება შეწყდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში