ივანიშვილის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „მთის ამბების“ მიერ, საზღვრისპირა საქართველოს გასანათებლად ხალხის მხარდაჭერით განხორციელებული კამპანიები - გაანათე არჭილო და სინათლე ნიკოსთვის.
მთავრობის განკარგულებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახები ხევსურეთის ისეთ სოფლებშიცაა მითითებული, სადაც ნოემბრიდან აპრილამდე ან მაისამდე, 6-7 თვის განმავლობაში არავინ ცხოვრობს. დოკუმენტი გიორგიწმინდაში, კისტანში, არდოტსა და სხვა სოფლებში ზაფხულობით მცხოვრებ ოჯახებსაც აერთიანებს, რაც კარგია, თუმცა სეზონურად მცხოვრებთა სიაც არასრულია და ზოგიერთი ოჯახი გამოტოვებულია.
„მთის ამბების“ ინფორმაციით, სია „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციას, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მიაწოდეს.
- გიორგიწმინდა - 6 ოჯახი;
- ხონისჭალა - 6 ოჯახი;
- ხახაბო - 3 ოჯახი;
- კისტანი - 4 ოჯახი
- არჭილო - 2 ოჯახი;
- ანდაქი - 1 ოჯახი;
- არდოტი - 9 ოჯახი;
- მუცო - 2 ოჯახი;
- ბახაო - 2 ოჯახი;
- აკუშო - 2 ოჯახი;
- ჭალისსოფელი - 1 ოჯახი;
- ჭიმღა - 1 ოჯახი;
- ძეძეურთა - 1 ოჯახი;
- ღული - 2 ოჯახი;
- ციხისოფელი - 3 ოჯახი;
- ავენისი - 2 ოჯახი;
- მჭედლიანთკარი - 2 ოჯახი;
- მაღაროსკარი (ზემო მაღარო) – 1 ოჯახი;
- მიგრიაულთა - 2 ოჯახი;
- დიხჩო - 1 ოჯახი;
- ბანცური - 1 ოჯახი;
- ჩადისციხე - 1 ოჯახი;
- მეჯილაურნი - 1 ოჯახი;
- დავითურნი - 1 ოჯახი;
- ტონჩა - 1 ოჯახი.
უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, მზის ფოტოელექტრული სისტემების მოწყობა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ენერგეტიკის განვითარების ფონდს დაევალა.