საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თეა ლიკლიკაძე სვანეთიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:23 - 12 მაისი 2019 hits 4639

„მე-9 კლასს დაამთავრებენ თუ არა, ყველა სახლში ჯდება. ათიდან შეიძლება ერთი წავიდეს სასწავლებლად. ჩვენი სოფლიდან მხოლოდ ორმა ბავშვმა ჩააბარა უმაღლესში. თაობები წინ მიდის და ჩვენ კიდევ ვერ ვიძვრით ისე, როგორც საჭიროა. წლებია ვიბრძვით, რომ სკოლა 12 კლასიანი გახდეს და ვერ მივაღწიეთ“, - ამბობს თეა ლიკლიკაძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანში მცხოვრები.

თეას 4 შვილი ჰყავს. ერთ-ერთი იდლიანის სკოლაში ცხრა კლასს წელს ამთავრებს: „მე-10 კლასს თუ გავაგრძელებთ, მაშინ, იძულებული ვარ, ხაიშში ერთი ოთახი მაინც ვიქირავო, გადავიდე ჩემი შვილებით და იქ გავაგრძელოთ სწავლა“.

იდლიანის თემში ოთხი სოფელია, სკოლა კი ერთი, ისიც ცხრაკლასიანი. მისი დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო ბავშვებს სწავლის გაგრძელებას ხაიშის სკოლაში სთავაზობს. ამ სოფლებიდან ხაიშამდე 13-კილომეტრიანი საშიში გზაა, რომელიც ზამთრობით კიდევ უფრო საშიში ხდება. ცხოვრების მკაცრი პირობები და გაჭირვება ოჯახებს აიძულებს, შვილების განათლებაზე უარი თქვან. იდლიანის თემი უკვე წლებია სრული საჯარო სკოლის გახსნას ითხოვს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში