საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თამარ წინწალაშვილი პანკისიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:36 - 19 მარტი 2019 hits 6603

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში, 2007 წელს გაუქმებული ბიბლიოთეკა, 2016 წელს მას შემდეგ აღადგინა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი ბიბლიოთეკარი თამარ წინწალაშვილი (თურქოშვილი) ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

თამარ წინწალაშვილი წლების განმავლობაში გაუქმებული ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს უსასყიდლოდ უვლიდა და თანასოფლელებს წიგნებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევდა.

„მთელი 20 წელიწადი ვიმუშავე ამ ბიბლიოთეკაში. მაშინ მკითხველებიც ძალიან ბევრნი მყავდნენ. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, აქ მოდიოდნენ და მიჰქონდათ წიგნები. მეზობელი სოფლებიდანაც აქ დადიოდნენ მოსწავლეები, ბირკიანიდან, ჯოყოლოდან.

9 წელიწადი ხელფასი რომ არ მქონდა, მაინც შევინახე ეს წიგნები. წვიმა, რომ ჩამოდიოდა, ზურგით და ურიკით დამქონდა გადასარჩენად. არცერთი წიგნი არ დამიკარგავს.

2016 წელს, მინისტრები რომ ჩამოვიდნენ ჩვენს სოფელში, მაშინ ვანახე ეს ბიბლიოთეკა. მერე პრეზიდენტმა დამაჯილდოვა ღირსების ორდენით. იმის შემდეგ, 8 თვე გახსნეს, ვმუშაობდი. 8 თვის მერე რაიონის გამგეობამ სოფელში ბიბლიოთეკა ისევ გააუქმა. ჩემთვის განძია. მე ვუთხარი კიდეც, სანამ ცოცხალი ვარ, ამ წიგნებს მე შევინახავ მეთქი. მინდა, რომ სოფელს ბიბლიოთეკა ჰქონდეს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში