საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვახტანგ ფიცხელაური ყაზბეგიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:43 - 19 მარტი 2019 hits 7569

ის მარტოკაცია. ხევში, სნოს ხეობაში, სოფელ ქოსელში ნათურას არც მაშინ აქრობს, როცა იძინებს, „ენთას, სოფლიდან შუქი რომ გავიდეს. დაინახონ, ეს სოფელი ჯერ ცოცხალიაო“.

30-40 წლის წინ, ქოსელში 32 ოჯახს უცხოვრია. ახლა სნოსწყლის მარჯვენა მხარეს, მთაზე შეფენილ სოფელს 78 წლის ვახტანგ ფიცხელაურიღა აცოცხლებს. „ადრე ზაფხულში მაინც მოდიოდნენ, ახლა ზაფხულშიც აღარ მოდიანო“.

„როცა უყურებ რომ ინგრევა და ნასოფლარი რჩება, როგორი გრძნობა უნდა გქონდეს ადამიანს. იმ გრძნობის გამოსახატად, რომელი სიტყვაც არ უნდა ავარჩიო, არც იმის მეასედია, რასაც მე ვგრძნობ. ის მანერვიულებს, რომ რაიც დღეს არის, ხვალ იმაზე უარესი იქნება“.

რა შეცვალა მისთვის და მის სოფელში მთის კანონმა?

„ერთი გამაგებინა, რაია ის მთის კანონი? სათაური რომ დიდი აქვს, იმის ქვეშ რაია? რამდენია მთის კანონში შეღავათი, 20 ლარი რომ დამიმატეს ახლა. ეგ ვინც დასწერა, თვითონ დაჯდეს ჩემს პენსიაზე ან თავისიანი დასვას აქ და ნურაფერს ნუ მიაწვდის სხვასა.

„ერთ და იგივეს რომ ღნაყენ, ხომ ვუყურებ ტელევიზორს, კარგით რა თქვე დალოცვილნო, რამდენი წელია წავიდა სააკაშვილი. შეეშვით დამცირებას ვიღაცისას, რომ იმ დამცირებულის ფონზე შენ მაღლა გამაჩნდე. შენ ამაღლდი და იმას თავი გაანებე“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში