საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მერაბ არდოტელი ხევსურეთიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:53 - 09 აგვისტო 2019 hits 17491

„მთას რა უჭირს და უგზოობა უჭირს, შუქი უჭირს, კომუნიკაცია უჭირს, სხვა არაფერი. ვინ გაცხოვრებს შენ და ვინ შეგინახავს. აქაურ ხალხს შრომა არ ეზარება. რომ გვეუბნებიან მთაში დაბრუნდით, მთა უნდა შევინარჩუნოთო, რითი? მთის კანონით 240 ლარი დამემატა წელიწადში, მეტი არაფერი. ვინც მართლა მთაში ვცხოვრობთ, ჩვენ არაფერი შეგვეხო. შუქი ჩვენ არ გვაქვს, გაზი არა გვაქვს. ან რა გვაქვს საერთოდ, მთის კანონი რომ შეგვხებოდა?“- მერაბ არდოტელი 45 წლისაა, პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს, სოფელ არდოტში ცხოვრობს. მესაზღვრეა და მუცოს სექტორზე მსახურობს.

მთას, განსაკუთრებით საზღვრისპირა დასახლებებს უმეტესად სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებიღა შემორჩნენ. ზოგიც მას შემდეგ დაბრუნდა მთაში საცხოვრებლად, რაც მესაზღვრედ დაიწყო მუშაობა.

„ორი-სამი წელია, ვინც პატარა ფინანსებს ნახავს, ცდილობს რომ წამოვიდეს, მთაში დაბრუნდეს. ალბათ, მიხვდნენ, ბარში არაფერია ისეთი, მთიდან წახვიდე და იქ იცხოვრო. ჩემთვის მთა ყველაფერია. ყველასთვის, ვინც აქაურია. მაინც აქ მოგიწევს გული. აქ გიყვარს ყოფნა, სადაც მამა-პაპას უცხოვრია.

მხარდაჭერა უნდა ხალხს. რა შემოსავალი გვაქვს, რომ მოვიდეს, სახლიც ააშენოს, პირუტყვიც იყოლიოს. ერთი ხბო იყიდოს და 10 წელი ელოდოს, რომ 10 ძროხა ჰყავდეს? მიზნობრივად უნდა დაეხმაროს მთავრობა ხალხს მთაში.

ყველაზე კარგი რაც არის, ტურიზმი ვითარდება ხევსურეთში. მესაქონლეობაც უნდა განვითარდეს. ტურისტს კვებაც უნდა. სახელმწიფო გრანტებს რომ იძლევიან, მთაში მესაქონლეობის განვითარებაზე შეზღუდვები არ უნდა იყოს.

თუ კომუნიკაცია იქნება, კარგია, ოჯახს მაინც დაელაპარაკები. მთელი ზამთარი ისე გადის, რომ ზოგს ოჯახთან კავშირი არა აქვს საერთოდ. აი, ანდაქში სოსო ზვიადაური, უნდა ჩამოვიდეს შატილში, ზამთარში, თოვლში, დარეკოს და მიტრიალდეს, უკან წავიდეს. 25 კილომეტრია ერთი გზა. 50 კილომეტრი უნდა გაიაროს, რომ სახლში დარეკოს. ზამთარში ზოგჯერ ისეთი ზვავებია, შეიძლება ვერც ჩახვიდე და ვერც ახვიდე. მთელი ზამთარია ისე, რომ ფიქრობს, როგორ არიან... მივესალმებით ყველა იმას, რომ ინტერნეტი გვექნება“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში