საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ნინო ხვისტანი ადიშიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:34 - 13 ივნისი 2019 hits 18677

ზემო სვანეთის სოფელი ადიში, 1997 წელს, სტიქიის გამო თითქმის მთლიანად დაიცალა. მაშინ სამი ოჯახიღა შემორჩა სოფელს. ზვავსაშიშროების გამო ადიშიდან ხალხი თბილისთან ახლოს, გარდაბანაში ჩაასახლეს. ნელ-ნელა უკან ბრუნდებიან. ნინო ხვისტანის ოჯახიც უკვე დაუბრუნდა ადიშს.

„ადიშელები ადიშში დაგვაბრუნა უმუშევრობამ და რთულმა ეკონომიკურმა და გარემო პირობებმა, რაც გარდაბანშია. გვალვისა და სარწყავი სისტემის არქონის გამო, აღარც მოსავალი მოდის, საქონლის მოვლაც გვიჭირს, ივლისსა და აგვისტოში ბალახიც აღარ არის, ისეა ხოლმე გადამწვარი. აქ ბევრად კარგი პირობებია. მიწასაც ვამუშავებთ. ტურისტებიც მოდიან აქტიურად და გავძლიერდით.

მოსვლაა აქ ძალიან რთული. მესტიიდან აქამდე არანაირი ტრანსპორტი არ დადის. ტაქსით რომ ამოხვიდე, 100 ლარი გზაში გჭირდება. იფარიდან ადიშამდე 10 კილომეტრი ძალიან ცუდი გზაა“.

ადიშში არც სკოლა აქვთ და არც საბავშვო ბაღი. არადა სოფელში სკოლამდელი ასაკის 12 ბავშვია. სკოლის მოსწავლეები კი, როცა გზა მდინარეს არ აქვს წაღებული ან ზვავს ჩაკეტილი, ტრანსპორტით იფარში დაჰყავთ.

„მესტიაშია კიდევ აქაური 4-5 ბავშვი. ჩვენი სოფლის ბავშვები იქ დადიან ბაღში. აქ რომ იქნება, მესტიაში ხომ არ ივლიან. ლემშვენიერაშიც არიან ბავშვიანი ოჯახები, დაბრუნება უნდათ და ვერ მოდიან, ბაღი რომ არ არის. 19 ბავშვი მაინც იქნება. ორსული ქალებიც არიან, აქ ვინც ცხოვრობენ. ოჯახები არის გაორებული, გაყოფილი და ხარჯებიც გაზრდილი. აქ ვერ ტოვებ სახლს იმიტომ, რომ საქონელი გყავს, მოვლა-პატრონობა უნდა. საქონელს რომ მიხედო, ბავშვი სწავლა-განათლების გარეშე გრჩება. იძულებული ხარ ოჯახი გაიყოს. ყველანაირად ველით რომ ბაღი გაიხსნება“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში