საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მაღალმთიან რეგიონებში შესაძლოა საცხენოსნო კლუბები მოეწყოს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:40 - 01 ოქტომბერი 2018 hits 30008

საცხენოსნო სპორტის ფედერაცია საქართველოს ყველა რეგიონში საცხენოსნო სპორტული კლუბების მოწყობას გეგმავს. მიზანი ქართული ცხენის ჯიშების გადარჩენა და სპორტის ამ სახეობის განვითარებაა.

იდეა პროექტად აქციეს და საკომიტეტო სხდომაზე უკვე წარადგინეს. ახლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შემდგომ მთავრობის თანხმობას ელოდებიან.

ფედერაციის პროექტი საცხენოსნო კლუბების და იპოდრომების მოწყობას, ცხენების აღწერა-პასპორტიზაციას, ქართული აბორიგენული ჯიშის ცხენების გამრავლებას, დოკუმენტაციის შექმნასა და საცხენოსნო სპორტის პოლულარიზაციას გულისხმობს.

„მსოფლიო მასშტაბით მზარდია მოთხოვნა საცხენოსნო სპორტის განვითარებაზე. საქართველოში კი ჩამკვდარი და მივიწყებულია. არ ხდება ცხენების პასპორტიზაცია, გადარჩევა, აღწერა, შეჯვარება. შესაძლოა, ქართული ჯიშები საერთოდ დავკარგოთ,“ - გვეუბნება ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ჯაიანი.

საქართველოში სულ სამი ადგილობრივი ჯიშის - თუშური, მეგრული და ჯავახური ცხენია გავრცელებული, თუმცა სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, რადგან ქვეყანაში ადგილობრივი ჯიშების აღწერა არ ხდება.

„ცხენს რომ ჯიში ეწოდებოდეს, უნდა არსებობდეს შესაბამისი სახის დოკუმენტაცია - საჭიროა, რომ გარკვეული რაოდენობის ინდივიდი პასპორტიზირებული იყოს, მათი აღწერა, შეჯვარება, მოშენება ხდებოდეს. დღეს არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს საქართველოში არსებულ ჯიშებზე.“

თუშური და მეგრული ქართული აბორიგენული ჯიშებია. ჯავახური ცხენის საქართველოში გავრცელება კი რუსეთიდან გადმოსახლებულ „დუხაბორებს“უკავშირდებათ.

თუშური და მეგრული ჯიშის ცხენი შედარებით მომცრო ტანის, საჯდომ-სასაპალნე ტიპის, უმეტესად,  ქურანა - წაბლისფერი, მოწითალო ფერისაა. ეს ორი ჯიში მთის მკაცრ პირობებს ადვილად ეგუება და შრომისუნარიანობით, გამძლეობითა და კარგი ამტანობით ხასიათდება. ჯავახური კი შესაბმელი ტიპის, ძირითადად, ლურჯა, რუხი შეფერილობის ცხენია.

საცხენოსნო სპორტის განვითარებას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა მხარი უკვე დაუჭირა. შალვა კერესელიძის თქმით, გუბერნატორის ადმინისტრაცია, ინიციატორებს დაეხმარება და მიმდინარე პროექტებში მაქსიმალურად ჩაერთვება.

„ჯერჯერობით მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გამოთქვა მზაობა და საცხენოსნო კლუბისა და იპოდრომის მოსაწყობად, მიწის ფართობის მოძიებასაც დაგვპირდა. კარგი იქნება, თუ სხვა რეგიონის გუბერნატორებიც მოინდომებენ და შეგვიწყობენ ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საცხენოსნო სპორტის განვითარებით საშვილიშვილო საქმე გაკეთდება.“

ლაშა ჯანიანი ამბობს, რომ თუ მთავრობა პროექტს წელსვე დაამტკიცებს, ფედერაცია საცხენოსნო კლუბების მოსაწყობად სამუშაოებს უკვე მომავალი წლიდან დაიწყებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში