საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის ამბები“ მიხა ხელაშვილის სახელობის პრემიას აწესებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:27 - 28 იანვარი 2019 hits 9055

ონლაინგამოცემა „მთის ამბები“ მკითხველების და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, მიხა ხელაშვილის სახელობის პრემიას აწესებს. პრემია ყოველწლიურად, 25 იანვარს, მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს, გადაეცემა ერთ სამოქალაქო აქტივისტს, რომლის საქმიანობაც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმს, თავისუფლებისთვის ბრძოლას უკავშირდება.

მიხა ხელაშვილის პრემიის დაწესების მთავარი მიზანი სამოქალაქო აქტივისტების აღიარება და წახალისებაა. კანდიდატი უნდა ზრუნავდეს მთაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებაზე, ხელს უწყობდეს მოქალაქეთა ჩართულობას, მთის პოპულარიზაციას, გადარჩენასა და განვითარებას.  

კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება 2019 წლის სექტემბერში. საპრემიო თანხა შეადგენს 3000 ლარს.

მიხა ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს ფშავში, სოფელ ახადში დაიბადა. 1911-1916 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სასწავლებელში. 1920 წელს სოფელ ჩარგალში დიაკვნად გადავიდა. ხელაშვილმა მილიციასთან კონფლიქტის შემდეგ, 1921 წელს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება. 1922 წლის აგვისტოში, მაღაროსკარის ბრძოლაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა და მისი აქტიური წევრი გახდა. მიხა ხელაშვილი შეფიცულთა რაზმის თანამებრძოლებს ემიგრაციაში არ გაჰყვა.

1925 წლის 25 იანვარს 25 წელი უსრულდებოდა ხელაშვილს. მეორე დღეს ახმეტაში აპირებდა გადასვლას, მაგრამ „ძმაკაცებმა“ ღამით ღალატით, ქურდულად, მძინარე მოკლეს. მისი ცხედარი მილიციამ დუშეთში წაიღო, ეზოში დააგდო ხალხის დასაშინებლად და ყარაული მიუჩინა, რომ არ დაემარხათ. მიხას დამ, სალომემ, ხევსური მილიციელის, ტუჩა ქეთელაურის დახმარებით, რომელიც ადრე ხელაშვილის მეგობარი ყოფილა, მოიპარა ძმის ნახევრადგახრწნილი ნეშტი, ღამე ხურჯინით ატარა და ჩარგლის ეკლესიის ეზოში, დედის საფლავის თავთან მალულად დამარხა.

მიხა ხელაშვილი ავტორია პოპულარული ლექსებისა, მათ შორისაა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელსაც წელს 100 წელი შეუსრულდა. წლების განმავლობაში მისი ლექსები ხალხური პოეზიის კრებულებში ავტორის მითითების გარეშე იბეჭდებოდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში