საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში 11 400 ლარის საჩუქრების ასატანად გამგეობამ 146 899 ლარი დახარჯა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:29 - 18 აგვისტო 2018 hits 9132

2012-2017 წლებში თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 20-25 ადამიანს საახალწლო და სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტების სახით, ახმეტის გამგეობამ სულ 11 400 ლარის ღირებულების პროდუქტი გადასცა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პაკეტების ახმეტიდან თუშეთში ასატანად, ვერტმფრენით მომსახურებაზე, 146 899 ლარი დახარჯა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბექა ბაიდაურის განმარტებით, „თუშები მთლიანი ზამთრის საკმარის პროდუქტს ვერ მოიმარაგებენ. შეიძლება გაფუჭდეს და რაღაც მოუვიდეს“.

„მთის ამბების“ მიერ გამგეობიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარისთვის განკუთვნილი

სასაჩუქრე პაკეტი მოიცავდა: 3,5 კგ შაქრის ფხვნილს, 5 კგ მაკარონს, 1 კგ კარამელს, ზეთს, 1,5 კგ შოკოლადს, 1 კგ ორცხობილას, 100 გრამ ნალექიან და 100 გრამ უნალექო ყავას.

დოკუმენტების შესწავლის შედეგად ჩანს, რომ როცა მუნიციპალიტეტმა ვერტმფრენით მომსახურება ავადმყოფების გადმოყვანის მიზნით და ექიმების თუშეთში ტრანსპორტირებისთვის შეიძინა, თითო რეისი მაქსიმუმ 5-6 ათასი ლარი დაჯდა. მაგრამ სააღდგომო და საახალწლო სასურსათო პაკეტების გადაცემის მიზეზით ფრენისას, თითო რეისზე 20-25 ათასი ლარი დაიხარჯა.

სასურსათო პაკეტების გადატანისას თანამდებობის პირები თუშეთში რამდენიმე საათი რჩებიან, ქეიფობენ და თანმხლებ მომღერლებთან ერთად დროს ატარებენ, რაც ვერტმფრენის დაქირავების ხარჯებს ზრდის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქრივობების ცენტრის“ წარმომადგენლის გელა შაშიაშვილის თქმით, თუშეთის მკვიდრმა მოსახლეობამ სხვაზე უკეთ იცის, რომ ზამთრის პერიოდში უგზოობა გარდაუვალია და საამისოდ თადარიგს წინასწარ იჭერს. ამიტომაც მათ გამგებელთან და მის თანმხლებ პირებთან ქეიფი ან რამდენიმე კოლოგრამი ბრინჯისა და მაკარონის ატანა კი არა, რეალური თანადგომა სჭირდებათ.

„ცოცხალი“ გამგებლის დასანახად იქ არავინ ფეთდება. თუ ადგილობრივი ხელისუფლება მაღალმთიანი თუშეთის თითოეულ მკვიდრს (იგულისხმება 25 ბენეფიციარი) წელიწადში 500 ლარს დაუნიშნავდა ერთჯერადი დახმარების სახით, შედეგი მათთვისაც ბევრად უფრო ხელშესახები იქნებოდა“, - ამბობს შაშიაშვილი.

 

ამ თემაზე:

ჩინოვნიკების დროსტარება თუშეთში მთაში მცხოვრებთათვის მაკარონის და ყავის გადაცემის მიზეზით

ჰაერში დაფერფლილი ბიუჯეტი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში