საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის ექიმი: „პაციენტს ნაკერს და თაბაშირს სანთლის შუქზე ვადებ“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:45 - 23 თებერვალი 2017 hits 18159

თუშეთის ერთადერთ სამედიცინო პუნქტს, რომელიც სოფელ ომალოშია განთავსებული, არც გენერატორი აქვს და არც მზის ბატარეა. ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე ამბულატორიაში სანთლის შუქზე მუშაობს. დენის მუდმივი წყაროს გარეშე სამედიცინო პუნქტში ბევრი აუცილებელი მედიკამენტის და პრეპარატის შენახვა შეუძლებელია.

სამი კვირის წინ ერთ-ერთ ადგილობრივს ხელის და ფეხის თითები მოეყინა, ამბულატორიაში კი საჭირო წამლები არ მქონდა. მართალია, მოყინვა აქ იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ კარგი იქნება, რომ მისი სამკურნალო მედიკამენტები გვქონდეს. საჭიროა ტეტანუსის შრატიც და ანტიგიურზინიც: თუშეთში ძალიანაა მომრავლებული ქვეწარმავლები. ფიქალის ქვის შეგროვებისას გველი ძალიან ხშირად ხვდებათ, მაგრამ შრატის და ანტიგიურზინის შენახვის საშუალება ომალოს ამბულატორიაში არა გვაქვს. ამ პრეპარატების შესანახად სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი და მაცივარია საჭირო. უდენობის გამო მაცივარი არ გვაქვს. ამიტომ ამბულატორიაში ძირითადად ისეთი მედიკამენტები გვაქვს, რომელთა მაცივარში შენახვაც არ არის საჭირო. გენერატორს არ ვითხოვ, მას საწვავი და დიდი ხარჯი სჭირდება. ვიცი, რომ ქვეყანას უჭირს და წუწუნი უხერხულია. მაგრამ ასეთ პირობებში მუშაობაც ძალიან მიჭირს: პაციენტს ნაკერს და თაბაშირს სანთლის შუქზე ვადებ,“ - უთხრა მთის ამბებს“თუშეთის ექიმმა, 75 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ.

85 კილომეტრის სიგრძის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო თუშეთის სოფლებს 1988 წლის შემდეგ ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ერთადერთი მცირე ჰესი მხოლოდ სოფელ შენაქოშია და ამჟამად ისიც გაჩერებულია.

მთის ამბები“ თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, ლადო კახოიძეს დაუკავშირდა. კახოიძე აცხადებს, რომ გამგეობა პრობლემას მოაგვარებს და 2017 წლის ზაფხულისთვის ომალოს ამბულატორიას მზის ბატარეები ექნება.

ახმეტის მუნიცაპალიტეტის გამგებლის მოადგილის, თამაზ ქავთარაშვილის თქმით კი, ომალოს ამბულატორიაში არსებულ პირობებზე მან არაფერი იცოდა. ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ჩვენ კვლავ დავუკავშირდით თამაზ ქავთარაშვილს. გამგებლის მოადგილემ განაცხადა, რომ ომალოს ამბულატორიას ტეტანუსის შრატის შემცვლელ ისეთ მედიკამენტებს მიაწვდიან, რომელთა შენახვისთვისაც სპეციალური რეჟიმი არ არის საჭირო.

75 წლის ირაკლი ხვედაგურიძე თუშეთის ერთადერთი ექიმია. ის ომალოს ამბულატორიაში 2010 წლიდან მუშაობს.

გიორგი სეხნიაიძე

Mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს თუშეთის ამბებს. სწავლობს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში