საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ანატორი – აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:18 - 28 ნოემბერი 2016 hits 33826

ანატორი პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში, რომელიც ისტორიული წყაროებით მე–18 საუკუნეში ამოწყდა, ძირითადად, სისაურებს უცხოვრიათ.

გადმოცემის თანახმად, რაღაც ინფექცია, აქაურად „ჟამი“ მოსდებია სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი (მიმტანი) აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორელები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში. ადრე გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოაგდებდნენ და ახლა მშიერ-მწყურვალნი თვითონ ელოდნენ სიკვდილს.

აკლდამების შიგნით, კედლების გასწვრივ, მიცვალებულთა დასასვენებლად ორ ან სამ იარუსად ფიქლის თაროებია მოწყობილი. აკლდამებში რამდენიმე ათეული ადამიანი იყო დაკრძალული. ადრე დაკრძალულთა ძვლები იატაკზე და ქვედა იარუსის თაროებს ქვეშ იყო დაგროვილი. არქეოლოგიური გათხრის დროს აკლდამაში აღმოჩნდა ხის ჭურჭელი, სამკაულები, ისრისპირები და მონეტები.

ასეთი თვითდამარხვა კაცობრიობისთვის ალბათ უცნობია. აკლდამური დაკრძალვის ეს წესი შატილში გვიანობამდე (XX საუკუნემდე) შემორჩა.

გადმოცემის თანახმად, სოფლის მოსახლეობაზე ანატორის ჯვარი გაბრაზებულა. ანატორის ჯვარი - შატილის თემის საერთო სალოცავი იყო, რომელიც თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, ერთ კაცს ჯვრისთვის ისარი უსვრია, ჯვარს თემი დაუსჯია და 60 მამაკაცი ავადმყოფობით მოუკლავს.

კიდევ ერთი გადმოცემის თანახმად, ანატორის ჯვარი ალავერდიდან გადასულა ანატორში. ერთ მჭედელს ამ ხატის დაბმა განუზრახავს და მასზე ოქროს ლურსმანი დაუჭედებია. ამაზე ხატი გაჯავრებულა, ჟამი გაჩენილა და ანატორელები ამოუხოცავს. ანატორში დღესაც დაცულია ამ ხატის საბრძანისი ნიში და ხატის ტყე. ხატობა იციან ამაღლებას და მახვეწარი ანატორის ჯვარს ღმერთთან შუამდგომლობასა და დახმარებას შესთხოვს.

ანატორი იმითაც არის საინტერესო, რომ აქ ორი ხეობის გზაჯვარედინია. თავს იყრის ჩეჩენ-ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან, ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში