საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ერთად მოვაგვაროთ პრობლემები - ვიწვევთ ახალგაზრდებს მთიულეთიდან და ხევიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:21 - 10 ივნისი 2019 hits 12041

„მთის ამბები“ იწვევს ახალგაზრდებს მთიულეთსა და ხევში მოსახლეობის წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტს, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ახორციელებს.  

პროექტის მიზანია თუშეთის, პანკისის, ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრისა და ხევის მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ოთხ რეგიონში უკვე თანამშრომლობს პარტნიორ სათემო ორგანიზაციებთან.

გვსურს, მთიულეთსა და ხევში მცხოვრები ახალგაზრდები დავაკავშიროთ ერთმანეთს და დავეხმაროთ მათ მთიულეთისა და ხევის სათემო ორგანიზაციების დაფუძნებაში, პრობლემების გადასაწყვეტად ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვაში, ინიციატივების განხორციელებაში.

ინიციატივები შეიძლება უკავშირდებოდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებას; ქალთა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას; სკოლამდელი, სასკოლო და პროფესიული, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას; ადგილობრივ მოსახლეობაში სამეწარმეო და ბიზნეს-უნარების განვითარებას; ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და დაცვას; ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას და ა.შ.

პროექტის ფარგლებში, თითოეული პარტნიორი სათემო ორგანიზაციისთვის გათვალისწინებულია ორენოვანი ვებგვერდის შექმნა და მუშაობაში დახმარება; სამუშაოდ საჭირო ტექნიკის გადაცემა; ასევე, მათი აქტიური მონაწილეობით, მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ელექტრონული ჩართულობის პლატფორმების დანერგვა; ადვოკატირების ერთობლივი კამპანიების დაგეგმვა მთის სოფლებში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად; ეკოტურიზმის განვითარების და მასში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; მთის სათემო ორგანიზაციების ფორუმის გამართვა; სათემო ორგანიზაციების ჩართვა მთის ეროვნული საბჭოს მუშაობაში; პროექტების მომზადებასა და გრანტების მოძიებაში მხარდაჭერა.

პარტნიორ სათემო ორგანიზაციებთან ერთად უკვე ვიწყებთ ადვოკატირების ორ კამპანიას, რომელთა მიზანია მთაში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაიოლება; არხოტის ხეობაში საზღვრისპირა სოფელ ამღის რეაბილიტაცია.

ამგვარი აქტივობების განხორციელებით, შესაბამისად, პირველ ეტაპზე მთიულეთისა და ხევის სათემო ორგანიზაციების დაფუძნებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა 15 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსოთ ანკეტა

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის დირექტორს გელა მთივლიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში