საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა: კლიმატის ცვლილება, შიმშილი, მიგრაცია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:06 - 11 დეკემბერი 2017 hits 8313

11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2017 წელს, მთის საერთაშორისო დღის მთავარი თემაა: „მთები წნეხის ქვეშ: კლიმატი, შიმშილი, მიგრაცია“.

„მთიან რეგიონებში დღეისათვის თითქმის მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. სასმელი წყლის, საკვებისა და ენერგიის კუთხით კი მთებზე მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტია დამოკიდებული.

კლიმატის ცვლილების, მიწის გამოფიტვისა და დეგრადაციის, ასევე, გაუმართლებელი ექსპლუატაციის გამო, მაღალმთიანი რეგიონები ბუნებრივი კატასტროფების საფრთხის წინაშე დგას. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამას შესაძლოა დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო მოსახლეობისთვის.

გლობალური დათბობის პირობებში, როცა ტემპერატურის მატება მყინვარების დნობას იწვევს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს გადასარჩენად კიდევ უფრო რთული ბრძოლის გადატანა უხდებათ.

დღესდღეობით, განვითარებად ქვეყნებში, მთაში მცხოვრები მოსახლეობის თითქმის 39%, ანუ დაახლოებით - 329 მილიონი ადამიანი საკვების სიმწირეს განიცდის. პრობლემების მატებასთან ერთად კი, იზრდება მიგრაციის დონეც“, - აღნიშნულია გაეროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება - 2002 წელი მთის საერთაშორისო წლად გამოცხადებულიყო. ამავე წელს, შემუშავდა გაერო-ს რეზოლუცია 57/245, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისაკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა.

მთებს ხმელეთის დაახლოებით ერთი მეოთხედი უჭირავს და მასზე მოსახლეობის დაახლოებით 10% ცხოვრობს. მთა უამრავი უნიკალური ჯიშის მცენარის, ცხოველისა და წყაროების საცავია.

საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი მთა შხარაა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შხარა კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალია, რომელიც ზღვის დონიდან 5203 მეტრზე მდებარეობს.

შხარის სამხრეთი კალთების მთისძირში, ზღვის დონიდან 2050-2170 მ სიმაღლეებზე მდებარეობს უშგულის თემი, რომლის ერთ-ერთი სოფელი - ჩაჟაში, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

საქართველო მთიანი რელიეფით მდიდარი ქვეყანაა, აქ მთებს 54% უჭირავს და ვრცელდება ზღვის დონიდან 5068 მეტრამდე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში