საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რაჭაში ეროვნული პარკი მოეწყობა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:51 - 13 იანვარი 2017 hits 7659

რაჭაში ეროვნული პარკის მოწყობა იგეგმება. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, პარკის შექნისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რაჭაში უკვე მიმდინარეობს.

“ახალი ეროვნული პარკის ტერიტორია ონის და ამბროლაურის ნაწილს დაფარავს. საუბარია შოვის და უწერის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე. რაჭის ეროვნული პარკი, სავარაუდოდ, 50 000 ჰექტარზე განთავსდება. ეს არის ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული და ჯერჯერობით ხელუხლებელი ადგილი, რომლის დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს, რომელსაც გარემოს დაცვითი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ატარებს. კვლევის დასრულების შემდეგ მომზადდება კანონპროექტი. ჯამში, ამ პროცესს 1 წელი დასჭირდება. კანონპროექტის მომზადებაში ჩართული იქნება გუბერნია, მუნციპალიტეტები და ადგილობრივი მოსახლეობა. ეროვნული პარკის შემადგენლობაში გარკვეული ტერიტორიები სწრედ მათთან შეთანხმების შემდეგ მოექცევა. ეროვნული პარკის შექმნას ბევრი დადებითი ეფექტი აქვს. გარდა იმისა, რომ ლანდშაფტი იქნება დაცული, გარკვეულ სარგებელს აქედან ადგილობრივი მოსახლეობაც მიიღებს: დაცული ტერიტორიის შექმნის შემდეგ ვითარდება ეკოტურიზმი, იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა და ტურიზმი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ხდება. გარდა ამისა, როცა რეგიონში საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია შემოდის, ადგილზე მაცხოვრებელი ხალხისთვის ბევრი მცირე გრანტი ხდება ხელმისაწვდომი,” - აცხადებს www.mtisambebi.ge-სთან საუბარში დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილე, თამარ კვანტალიანი.

რაჭაში ეროვნული პარკის შექნისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას საერთაშორისო ორგანიზაცია WWF ატარებს.

საქართველოში პირველი ეროვნული პარკი, რომელსაც „საგურამოს ეროვნული პარკი“ ეწოდა, 1973 წელს შეიქმნა.

ეროვნული პარკი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი, ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად და არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით იქმნება.

ამჟამად, საქართველოში 11 ეროვნული პარკია, რომელთა საერთო ფართობი 349327,1 ათას ჰა-ს შეადგენს. ეს პარკებია:

ალგეთის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ვაშლოვანის ეროვნული პარკი

თბილისის ეროვნული პარკი

თუშეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი

ჯავახეთის ეროვნული პარკი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში