საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მარტუა“ - დოკუმენტური ფილმი პირიქითა ხევსურეთზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:07 - 11 იანვარი 2017 hits 14536

„მარტუა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ გადაღებული ფილმია, რომელიც ზამთარში, პირიქითა ხევსურეთის სოფლებში, შატილსა და მუცოში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ყოფას აღწერს.

„ფილმის გადაღების დროს ზამთრის შატილში ორი კვირის განმავლობაში ვცხოვრობდით. თავიდან ჩვენი მიზანი შატილში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონას გადაღება იყო, რომელსაც მთის ცხოვრება უნდა ეჩვენებინა, თუმცა გოგონას გადაღება ვერ მოხერხდა და სცენარის ოდნავ შეცვლა მოგვიხდა,“ - ამბობს სცენარისტი მანანა ხიდაშელი.

ფილმის რეჟისორია ლევან ადამია, ოპერატორი - ლევან ლეკიაშვილი. ფილმი 2016 წელს არის გადაღებული.

პირიქითა ხევსურეთი თბილისიდან 160 კილომეტრში მდებარეობს. ისტორიული ცნობებით, 1898 წელს შატილში 50 კომლს, ხოლო შატილის თემის სოფლებში 524 ადამიანს უცხოვრია. იმ დროისთვის ყველა სოფელი დასახლებული ყოფილა.

შატილის თემში ამჟამად 9 სოფელია: არჭილო, ანდაქი, ხახაბო, არდოტი, ხონისჭალა, მუცო, შატილი, გიორგიწმინდა, კისტანი და ლებაისკარი. ლებაისკარში დიდი ხანია მოსახლეობა აღარ არის. ანდაქიც დაცლილია. არჭილო 2003 წელს დაცარიელდა. გიორგიწმინდა კი ბოლო მცხოვრებმა 2011 წელს დატოვა. პირიქითა ხევსურეთის ყველაზე წელმაგარი და დიდი სოფელი შატილია - აქ ამჟამად 15 ოჯახი ცხოვრობს.

ხევსურეთის დაცლა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. ბარის მიწების ასათვისებლად და მთიანი რაიონების მოსახლეობის დასაქმების მიზნით, 1951 წელს პირიქითა ხევსურეთიდან 30 ოჯახი გაასახლეს. ახლა მთას მძიმე პირობების გამო ტოვებენ.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში