საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ფშაურ კაფიასა და ხმით ნატირლებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:42 - 25 მარტი 2020 hits 15667

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფშაურ პოეტურ ტრადიციას - ფშაურ კაფიასა და ფშაური ხმით ნატირლებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ფშავლებს ჭირ-ვარამის გამოთქმა ლექსად ემარჯვებათ. ადგილობრივი ხალხური ზეპირსიტყვიერების ტრადიციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფშაურ პოეზიას და ფშაურ კაფიას (მილექსება). კაფია ფშავში, მთიულეთ-გუდამაყარსა და ხევსურეთში გავრცელებული ჩვეულებაა, რომელსაც ახასიათებს ექსპრომტულ-დიალოგური გაშაირება ორ მოპაექრე პირსა თუ ჯგუფს შორის. კაფია იციან ხატობაში, ქორწილში, მწყემსობაში, მგზავრობისას.

„ხმით ნატირლები“ სიმღერით ამოსათქმელი სამგლოვიარო ლექსებია. გავრცელებულია ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში. „ხმით ნატირლებს“ ხევსურეთში მამაკაცებიც ამოთქვამდნენ, ოღონდ თიბვის დროს. აკაკი შანიძემ ხევსურული ნატირლები მთიბლურ ლექსებადაც კი მიიჩნია. გაუგებარია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მხოლოდ ფშაურ ხმით ნატირლებს რატომ მიანიჭა. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში