საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გერგეტის სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:25 - 02 დეკემბერი 2018 hits 9556

ტურისტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები და ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები. ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნებიც.

ახალი გზის პარალელურად იარსებებს გერგეტის ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა, რომელიც ვიწრო და გრუნტოვანია.

ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 793 854 ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ შეასრულა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა 2015 წელს უნდა დაეწყო. 6 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 5,5 მლნ ლარი გამოიყო კიდეც, მაგრამ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, სამუშაოები ვერ დაიწყო.

„იქ არის სერიოზული წინააღმდეგობა, რადგან მოსახლეობა თვლის, რომ „დელიკებით“ უნდა აკეთონ დიდი ფული. მათ გზის გაკეთება არ უნდათ. თუ მოსახლეობას ვერ დავითანხმებთ, არ გავაკეთებთ გზას და ეგ იქნება. ვფიქრობ, აქ უნდა ჩაერიოს არამარტო ხელისუფლება, არამედ ეკლესიაც. არ არის სწორი, როცა მომლოცველებს ვატყავებთ,“ - აცხადებდა მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. საბოლოოდ გზის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

ეკლესიამდე ასასვლელად ტურისტები ხშირად მანქანებს ქირაობდნენ. „ნივის“ დაქირავება 30-40 ლარი ღირდა, „დელიკის“ 50-70 ლარი.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და ტურისტების მხრიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში