საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გიგლა ოჩიაურის საქართველოს ამბავი

21:07 - 12 სექტემბერი 2025 hits 1110

გიგლა ოჩიაურის ინტერვიუს ფრაგმენტები სოციალურ მედიაში რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ და, სიმართლე გითხრათ, არ გაგვკვირვებია ამხელა რეზონანსი - მისი სიტყვა გვერდიდან გვერდზე ელვის სისწრაფით გავრცელდა. ზუსტად ის სიბრძნე და გულწრფელობა, რაც მისი ყოველი ნააზრევიდან მოდის, „მთის ამბებს“ სოფელ ჭიმღაში ყოველთვის აბრუნებს.

გიგლა ოჩიაური, სამოცდაათს მიღწეული კაცი იმ სოფლის ერთადერთი მკვიდრია და საქართველოს ერთ-ერთი მეციხოვნე. ჭიმღა პირიქითა ხევსურეთის ერთ-ერთი ბოლო სოფელია. ვიდრე მისი სახლიდან კვამლი ამოდის, ჩვენ აქ, თბილისში, საბურთალოზე და დიდუბეში, სხვა ქალაქების სხვა უბნებში შეგვიძლია, მშვიდად ვიძინოთ. როგორც კი ასეთი ადამიანები აღარ იარსებებენ, როგორც კი უკანასკნელ მათგანს მოთმინების ფიალა აევსება და იქაურობას მიატოვებს ტოტალური უყურადღებობისა და იგნორირების პირობებში, იმ დღიდან ჩვენ კიდევ უფრო დაუცველები ვიქნებით.

მათი იქ ცხოვრებაა უკვე თავისთავად ღვაწლი. ჩვენ ასე ვუყურებთ გიგლას და ამიტომ ვეკითხებით, როგორ ჩანს მისი კარმიდამოდან დღევანდელი საქართველო, როგორ გამოვიყურებით იქიდან ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორია დანარჩენი სამყარო მისი გადმოსახედიდან. ნახეთ გიგლა ოჩიაურის საქართველოს ამბავი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში