მთა, რომელიც ოდითგანვე ქვეყნის საზღვარსაც იცავდა და ღირსებასაც, დღესაც ისეთ თავგადასავლებს დაგახვედრებს, სხვაგან რომ ვერ ნახავ.
ვაჟას გზით ჩარგლიდან ივრის ხეობაში; საქართველოს თავისუფლებისთვის ღალატით მოკლული მიხა ხელაშვილის სოფელში; გუდამაყრელი დედაკაცების სახნავ-სამკალზე; ხახაბოს მცველთან - 79 წლის მარიამ მინდიკაურთან; ქეთოსთან - მუცოს კოშკების პატარა პრინცესასთან; არდოტელების სამოთხეში ნიკო არდოტელთან; თუშეთის სოფლებში - თუშნი ბუდეს მოწყვეტილი მერცხლებივით რომ დაფანტულან; ცადაწვდენილი კლდეებით გარშემორტყმულ და ხევსურული დიალექტით მდიდარ არხოტში; თრუსოს ხეობაში - სადაც თერგი ჯერ კიდევ რბის და ღრიალებს; რაჭაში, გათითოკაცებულ სოფლებში სტუმრის დანახვა ყველაზე მეტად რომ უხარიათ და აიმედებთ; სვანეთში - „კლდის ვეფხვის“ ნაკვალევზე - მთა ყველგან გიხმობს!
„მთის ამბები“ შეგარჩევინებს:
✅ სასურველ ადგილებს, რომ ხელსაყრელ ფასში კარგად დაისვენო;
✅ მარშრუტებს;
✅ სერვისებს (მასპინძელს - საოჯახო სასტუმროს, მთის ტრადიციულ სამზარეულოს; უსაფრთხო ტრანსპორტს; ცხენებით მომსახურების სერვისს; კვალიფიციურ ადგილობრივ საფეხმავლო და სამთო გიდებს).
✅ გაგაცნობთ „მთის ამბების“ გმირებს, რომლებიც თავისი კუთხეების შესახებ საინტერესო ამბებს მოგიყვებიან.
მოგვწერე ჯგუფში წამო მთაში.