რა მაჩერებს? აქ დავიბადე, აგერ, იქით, იმ გომურში ვარ დაბადებული. აგერ, იქ გავიზარდე, ძველი სახლები რომ დგას, ფეხი იქ მაქვს ადგმული. ძმა მყავდა, ფშავი ძალიან უყვარდა, 34 წლის დამეღუპა. იმის საფლავიც მაჩერებს აქ, ბევრი რამე მაჩერებს.
არ მახსენდება, რომ ვინმე ამოსულიყო ადგილობრივი ხელისუფლებიდან და მოვეკითხე, აბა, ზამთარი როგორ გაატარე, რა ქენი, იქნებ ფეხი მოგტყდა, იქნებ სადმე გადავარდი, იქნება თოვლში ამოიხრჩვი.
არჩევნებში ყოველთვის ვმონაწილეობ, შუაფხოში ჩავდივარ ხოლმე ფეხით. აქედან იქამდე 15 კილომეტრზე მეტია. მე ჩემ მოქალაქეობრივ მოვალეობას ყოველთვის ვიხდი. იმათ უნდა რცხვენოდეთ, რომ ვირჩევთ და ყურადღებას არ გვაქცევენ.
დაყევით რამოდენა ყორეებია, მარტო აქ 60 მეკვამურია. აგერ, ის გიორგი სადაცა ცხოვრობს, იქით სოფელში, 80 ოჯახს უცხოვრია. ეხლა ის ერთი კაცია იქ მარტო, აქ მე ვარ იაქივით“.