საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

103 წლის სოფიო ჩოხელი გუდამაყრიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:50 - 03 დეკემბერი 2016 hits 22423

სოფიო ჩოხელი 103 წლის არის. გუდამაყარში, სოფელ ჩოხში, ნახევრადდანგრეულ, სიცოცხლისათვის სახიფათო სახლში მარტო ცხოვრობს.

2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფიო ჩოხელის საცხოვრებელი სახლის შეკეთება გადაწყვიტა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარიც გამოყო, მაგრამ საბოლოოდ არ დაეხმარნენ, რადგან 100 წელს გადაცილებულმა მოხუცმა გამგეობაში პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო რეკვიზიტები ვერ წარადგინა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დაინტერესდა რა დახმარებას უწევს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 103 წლის სოფიო ჩოხელს.

გამგეობის ინფორმაციით, 2014 წლის მაისში სოფიო ჩოხელს გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით და მას შემდეგ, 2016 წელს, დაეხმარნენ კიდევ ერთხელ 200 ლარით.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაჭირვებულ მოქალაქეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაეწიოთ.

სამაგიეროდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დუშეთის ოფისის ინფორმაციით, 2015 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში 222 000 ლარი პრემიის სახით არის გაცემული, 2016 წლის ექვს თვეში კი პრემიაზე დახარჯული თანხა 75 ათას ლარს აღწევს. მთლიანობაში საჯარო მოხელეების შესანახად ბიუჯეტიდან 2015 წელს 1 675 937 ლარია დახარჯული.

რაც შეეხება სოფიო ჩოხელის საცხოვრებელ სახლს, გამგებლის განცხადებით, 2014 წელს, ადგილზე იქნა შესწავლილი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა და მომზადდა დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯთაღირცხვა, თანხით 4829 ლარი. „მოქალაქე სოფიო ჩოხელმა არ ან ვერ წარმოადგინა პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო რეკვიზიტები, რათა გამგეობის მხრიდან მომხდარიყო შესაბამისი ფინანსური დახმარების გაწევა“, – აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში