საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლევან ბერძენიშვილი ► სერგი მაკალათია | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:30 - 14 დეკემბერი 2017 hits 26273

დღევანდელი გადაცემა სერგი მაკალათიას და მის წიგნს - „მთიულეთს" ეძღვნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მსმენელი შეჩვეულია, რომ გადაცემებში მხატვრულ ლიტერატურას განვიხილავთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს წიგნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს არანაირი მხატვრული ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გამოც მადლობა უნდა ვუთხრათ მათ ავტორებს.

ეს წიგნები და მათი ავტორები რომ არა, ჩვენ გაგვექცეოდა დრო, გამოგვეპარებოდა უამრავი საინტერესო მოვლენა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებიდან.

მოგეხსენებათ, სერგი მაკალათია არა მხოლოდ ქართველი ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი იყო, არამედ კაცი, რომელმაც საკუთარ წიგნებში: თუშეთი, მესხეთ-ჯავახეთი, მთის რაჭა, მთიულეთი, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, ფშავი, ხევი, ხევსურეთი, საქართველოს რამდენიმე რეგიონი ისტორიის კუთვნილებად აქცია.

მაკალათიას წიგნებში იმდენად საინტერესო ამბებია აღწერილი, რომ ეს წიგნები ელოდება მწერლებს, რომლებიც მათ ხელს მოკიდებენ და მათთვის გამორჩეულ თემებს შეარჩევენ.

მთიულეთში სერგი მაკალათიამ 1930-იან წლებში იმოგზაურა, სადაც შეაგროვა კიდეც ხევის, მთიულეთისა და უამრავი სხვა რეგიონის უნიკალური მასალა. ეს წიგნი განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ავტორმა მთიულეთი დაიხატა არა მხოლოდ როგორც ეთნოგრაფიული ადგილი, არამედ ადგილი, სადაც ისტორია, ბედისწერა, რელიგია და წეს-ჩვეულებები იკვეთება.

ეს ჩვენი ეთნოგრაფი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეტალებს, მაგალითად, იგი არა მხოლოდ აღწერს ბოსლობის წესს მთიულეთსა და ხევსურეთში, არამედ ადარებს კიდეც მათ და ადგენს, რომ ეს წესი მთიულეთში უფრო შერბილებულია. წიგნში საუცხოოდაა აღწერილი ქორწინების ამბებიც, ეს ხომ ნამდვილი პოეზიაა...

აღსანიშნავია ისიც, რომ სერგი მაკალათია, ჩვენი ეთნოგრაფიის პატრიარქი, თავად გადიოდა ველზე, თავად იწერდა ადამიანებს, იღებდა ფოტოებს და ქმნიდა მასალას, რომელიც საქართველოს საგანძურია.

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში