საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლევან ბერძენიშვილი ► გურამ რჩეულიშვილი - „სიკვდილი მთებში“ | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:53 - 07 დეკემბერი 2017 hits 27279

გურამ რჩეულიშვილი ქართული ლიტერატურის დამაობლებელი ახალგაზრდა კაცია. ის, ისევე, როგორ ძალიან ბევრი, განსაკუთრებული ტალანტის მქონე ადამიანი, ისე დაიღუპა, რომ ვერ მიაღწია 27 წლამდე, ახალგაზრდა შემოქმედთათვის საბედისწერო ასაკამდე.

გურამ რჩეულიშვილი განსაკუთრებული სახელია, იმიტომ, რომ იგი წარმოადგენდა მთელ თაობას, თაობას, რომლის ლიდერადაც თავად იქცა. პირველი მოთხრობები 1957 წელს, „ცისკარში“ გამოაქვეყნა, მაშინ იხ მხოლოდ 23 წლისა იყო და მალევე უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა.

უდიდესი ნიჭის მქონე ეს ახალგაზრდა კაცი 1960 წლის 23 აგვისტოს, გაგრაში დაიღუპა, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი ქალიშვილის გადასარჩენად. როგორც ჩანს, ვერ გაუძლო სიკვდილმა ცდუნებას - წაეღო ასეთი ტალანტი, ასეთი ახალგაზრდა სიცოცხლე.

გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა, თუმცა მის სიცოცხლეში მხოლოდ 7 მოთხრობა გამოქვეყნდა. ერთ-ერთი მათგანია - „სიკვდილი მთებში“, მოთხრობა, რომელიც დღემდე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად რჩება. აქ აღწერილია კულტურათა შეხება, კულტურათა კონფლიქტი და ადამიანის ბუნება - ჩვენი ქვეყნის თვალით დანახული უცხოელი და უცხოელის თვალით დანახული საქართველო.

„სიკვდილი მთებში“ ცნობილი გერმანელი მწერლისა და მოგზაურის - ალფრედ კურელასა და მისი მეუღლის მოგზაურობის ნამდვილი ამბავია. გურამ რჩეულიშვილი, რომელიც მათ თავს დატრიალებულ მოვლენებს ძალიან საინტერესო მანერით აღწერს, თავადაა ამ მოვლენების მოწმე.

წყვილი არაერთ ადგილასაა ნამყოფი, მათ შორის სვანეთშიც. მოთხრობის მსვლელობისას ხევსურეთში არიან, უსაბელო ცხენებიან დოღზე საუბრობენ და კურელას ცოლს ცხენზე შეჯდომა და გაჭენება მოუნდება. თანაც სად! ვინც ნამყოფია ხევსურეთში, მას ეცოდინება, რომ საცხენოსნო ბილიკები კი არა, საფეხმავლო გზებიც ძალიან სახიფათოა. და სწორედ აქ ხდება ტრაგედია...

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში