საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მიწაზე საკუთრების უფლების უფასო რეგისტრაცია 2020 წლამდე გაგრძელდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:53 - 03 ივნისი 2019 hits 7720

სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, რეფორმის შედეგად გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ, კერძოდ: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონი 2019 წლის 1 ივლისამდე მოქმედებდა.

„ვინაიდან, მიწის პირველადი რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, კანონპროექტი მიზნად ისახავს 2016 წელს დაწყებული რეფორმით დასახული მიზნის სრულად განხორციელებასა და ამ დროისთვის უკვე აპრობირებული, ქმედითი და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელშეწყობას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

სტატისტიკური მონაცემებით, რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს ყოველდღიურად 1500-დან 2000-მდე განცხადება წარედგინება. ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ კი დღეში 5000-ს გადააჭარბა. 2019 წლის მაისის მდგომარეობით, სააგენტოში 86 400-ზე მეტ განცხადებაზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. ამ განცხადებების ნაწილი, კერძოდ, 27 320-ზე მეტი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 54 200-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი. 4900 – ზე მეტი ახლად წარმოდგენილი განცხადება განხილვის პროცესშია.

რეფორმის მიუხედავად, მთიან რეგიონებში მოქალაქეები მიწის ნაკვეთებსა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ვერ ახერხებენ, რის გამოც ხელი ეშლებათ საბანკო სესხის ან გრანტის მიღებაში, ხშირად მთაში მცხოვრები პირის სტატუსსაც კი ვერ მოიპოვებენ, რომ შეღავათებით ისარგებლონ.

ამ თემაზე:

მთაში მამაპაპისეული მიწის რეგისტრაცია მაქსიმალურად უნდა გავაიოლოთ - მირიან წიკლაური

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში