საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:45 - 15 ოქტომბერი 2018 hits 46747

სიუჟეტი მოგვითხრობს მაღალმთიან რეგიონში, საქართველო-ინგუშეთის საზღვართან მდებარე არხოტის ხეობაში მცხოვრები ერთადერთი მოსწავლის, 18 წლის გიორგი წიკლაურის ცხოვრებაზე.

გიორგი გვიყვება, როგორი მძიმეა მთაში ბავშვის ყოფა, შრომა; რისი გადალახვა უწევს საშუალო განათლების მისაღებად, რისთვისაც ის 60-მდე კილომეტრს, საუღელტეხილო მონაკვეთის ჩათვლით ფეხით გადის; რატომ დაიცალა და იცლება მთა ხალხისგან და რა უნდა გაკეთდეს მთაში მოსახლეობის დასამაგრებლად.

სიუჟეტი ხაზს უსვამს სასკოლო პანსიონების მნიშვნელობას მაღალმთიან რეგიონებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაიხურა, მაგრამ „მთის ამბების“ ძალისხმევით, საქართველოს სახალხო დამცველის ჩართულობითა და განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ისევ განაახლა მუშაობა.

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში