საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მიხეილ ღანიშაშვილის ვიდეობლოგი ილტოს ხეობის ცხოვრებაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:39 - 11 აგვისტო 2017 hits 5574

მიხეილ ღანიშაშვილი პოეტია, ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აქ ფშავლები XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გადმოსახლდნენ, ილტოს ხეობა ტრადიციული ფშაური სამყაროა.

ჭართალა - ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

„დღეს სოფელში 8-10 კომლიღაა დარჩენილი. ეს არის ფშაური ყოფისთვის დამახასიათებელი სავალალო სურათი - ახალგაზრდები მიდიან, მოხუცები კი რჩებიან. არც ამბულატორია გვაქვს, არც აფთიაქი, არც მაღაზია და არც სკოლა. ცუდად თუ გახდი, თავს თავად უნდა უშველო, უნდა იმკურნალო, რომ გადარჩე“.

მიხეილ ღანიშაშვილი სოფლის მდგომარეობაზე გვიყვება და გვიხსნის, რომ გრუნტის ორმოებიანი გზა გადაადგილებას ართულებს, პრობლემის მოგვარებაზე კი არავინ ზრუნავს. ელექტრომომარაგება ჭართალაში რამდენიმე წლის წინ აღდგა. ინტერნეტზე, ისევე, როგორც სატელევიზიო არხებზე წვდომა შეზღუდულია. მოსახლეობას პრუდუქტის რეალიზებაც უჭირს.

„გლეხს, საკუთარი ნაწარმის ბაზარზე გაყიდვის საშუალება არ აქვს. გლეხსა და მყიდველს შორის პატარ-პატარა გადამყიდველები დგანან. ადამიანმა, რომელიც სოფელსაა მიმაგრებული, შრომობს და წვალობს, არ იცის ის ფორმალობები, რომელიც პროდუქტის ბაზარზე გასატანად არის საჭირო. არც იმის დრო და საშუალება აქვს, რომ ჩინოვნიკებთან იაროს და ეს ყველაფერი მოაგვაროს. ამიტომაც თანახმაა, რომ ნაწარმი როგორმე ხელიდან მოიშოროს. ამ მხრივ მძიმე ვითარებაა“.

ზამთარობით ჭართალაში „დიდი თოვლი იცის“, გზა იკეტება და ხშირად, მთელი ილტოს ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ასეთ დროს მოსახლეობა რუტინულ საქმეს ეჭიდება.

„საქონელსაც უნდა მიხედო, ფრინველსაც და საკუთარ თავსაც. ზამთარი სოფელში ერთი დიდი რუტინაა და ყოფითი თვალსაზრისით მოსაწყენიც კია. ამას თავისი რომანტიკა და სილამაზეც ახლავს თან, თუმცა რომანტიკა რა მოსატანია იმ მძიმე შრომასთან, სოფელში დარჩენილ მოხუცებს ასე რომ უძნელდებათ!“

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში