საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მიხეილ ღანიშაშვილის ვიდეობლოგი ილტოს ხეობიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:21 - 26 დეკემბერი 2016 hits 5800

„ახლა რომ მოვიდეს უცხო სტუმარი და გადახედოს ამ ხეობას, ვერც კი წარმოიდგენს, რომ აქ ოდესღაც სიცოცხლე დუღდა. მარტო ჩემს სოფელში, ჭართალაში, რომელიც, ფაქტობრივად ხეობის ბოლო სოფელია, რამდენიმე წლის წინ 39-40 ოჯახი იყო, ადრე უფრო მეტიც. ახლა, ამ ზამთრის მდგომარეობით, 9-10 ოჯახი თუ არის დარჩენილი, უმეტესად, მოხუცები, - ამბობს მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი. ის სოფელ ჭართალაში ცხოვრობს.

რამ გამოიწვია ასეთ მიგრაცია? ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა, უპირველესად, უგზოობამ.

გზა ხომ ერთ-ერთი უმთავრესი მაცოცხლებელი რამ არის ნებისმიერი ხეობისთვის, იქ რომ სიცოცხლე იყოს შენარჩულებული, მოსახლეობა რომ დარჩეს.

გამოსავალს რაში ვხედავ? გამოსავალია მეტი დაფინანსება და მეტი ყურადღება. ცენტრალური ხელისუფლებაც და მასზე ჩამოკიდებული ადგილობრივი ხელისუფლებაც დაინტერესებული უნდა იყვნენ მდგომარეობის გამოსწორებით.

მინდა კიდევ ერთი საკითხი გავაჟღერო ყველა დონეზე: სულ ახლახან ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო „მთის კანონი“. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ილტოს ხეობის სოფლების უმეტესობას ვერ მიენიჭა მთის სოფლის სტატუსი. არადა, მეც პირადად მაქვს კანონი ნანახი, შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა, რა კრიტერიუმებით და ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რატომ აღარ შევიდა ეს სოფლები.

ილტოს ხეობის სოფლები უფრო აკმაყოფილებდა პირობას, ვიდრე, თუნდაც პანკისის ან სხვა რომელიმე თემის სოფლები.

ჭართალა, შახვეტილა თუ სხვა სოფლები ვერ მოხვდნენ მთის სოფლების ჩამონათვალში, ამიტომ აქაურები ვერ ისარგებლებენ თუნდაც იმ მინიმალური შეღავათებითაც, რასაც კანონი ანიჭებს მთის სტატუსის ქვეშ მყოფ მოსახლეობას. ეს პატარა სტიმული მაინც იქნებოდა აქაურებისთვის, სტიმული იმისა, რომ ადამიანები ადგილზე დამაგრდნენ. იქნებ ამ შეღავათებს მაინც მოებრუნებინა ვინმე სოფლისკენ.

ილტოს ხეობის მომავალს მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხედავ, თუ ხელისუფლების მრიდან მაქსიმალური ყურადღება იქნება. სხვა შემთხვევაში, თუ ყურადღება არ იქნა, გზა არ იქნება, სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, ეს ჩვენი სოფელი, ჭართალაც შეიძლება დაიცალოს. გარდაიცვლებიან ეს მოხუცები, ახალგაზრდებს კი აღარ ექნებათ აქ დარჩენისა და ცხოვრების სურვილი. არადა ულამაზესია აქაურობა, საინტერესოა როგორც ისტორიული, ასევე ტურისტული თვალსაზრისით.

ილტოს ხეობა ძირითადად ფშავლებით არის დასახლებული. ფშავლები კი, მოგეხსენებათ, შეჩვეეულნი არიან მთის გარემოში ცხოვრებას. თუ თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა იქნება, ისინი, ცხადია გაჩერდებიან ხეობაში და არსად წავლენ“.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში