საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:57 - 15 თებერვალი 2022 hits 29620

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღე მეჭიაური ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა. საავადმყოფოში ის მას შემდეგ მოათავსეს, რაც ინფიცირების შემდეგ სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

გარდაცვლილის შვილის ინფორმაციით, თამაზ მეჭიაური ვაქცინირებული არ იყო. „აცრის წინააღმდეგი არ ყოფილა. ალერგიულია და ვერ გადაწყვიტა, რომელი ვაქცინით აცრილიყო“, - განმარტავს ზაზა მეჭიაური.

თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წევრი იყო 1995 – 2004, ასევე, 2012-2016 წლებში. იკავებდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. 2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა „ქართული ოცნება“ და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ვერ გაიმარჯვა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყარა ისევ თიანეთის მერად, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან მეორე ტურში დამარცხდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  33.7%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 1 480 841.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 628 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა
  • იმერეთი - 2 854
  • აჭარა - 1 317
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 272
  • კახეთი - 1 229
  • შიდა ქართლი - 970
  • ქვემო ქართლი - 842
  • გურია - 710
  • მცხეთა-მთიანეთი - 446
  • სამცხე-ჯავახეთი - 307
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 130

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 176 019, საიდანაც, 6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 306 პირი. 1 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 168 693 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში