საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია კვანჭიანების ოჯახს ახალ სახლს აუშენებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

09:56 - 27 მაისი 2020 hits 10621
ფოტოზე - ელენე კვანჭიანი
საზოგადოება
ფოტოზე - ელენე კვანჭიანი

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია სოფელ ვედში (ხაიშის თემი) საქონლის სადგომში მცხოვრებ კვანჭიანების ოჯახს ახალ სახლს აუშენებს. „მთის ამბების“ მხარდაჭერით დაწყებული კამპანიის შედეგად, სათემო ორგანიზაციამ კვანჭიანების ოჯახისთვის ერთ კვირაში 30 ათასი ლარი შეაგროვა.

ამ თანხით ოროთახიანი ხის სახლის მშენებლობას შევუკვეთავთ (სველი წერტილით), რომელიც შშმ პირისთვის იქნება ადაპტირებული.

ელენე კვანჭიანისა და მისი შშმ შვილის მძიმე ისტორია „მთის ამბებმა“ რამდენიმე დღის წინ გააშუქა. ვიდეო 800 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. ძველი სახლი 10 წლის წინ დაენგრათ და მას შემდეგ თავს საქონლის სადგომს აფარებენ. დედა-შვილი უმძიმეს პირობებშია - გომურში წყალი ჩადის, დიდთოვლობის ან ძლიერი ქარის დროს, შესაძლოა, დაინგრეს.

„დაჩაგრული ქალი ვარ. მტერი, მტერი იყოს ასეთ ცოდვაში... ყველაფერი ესმის, მაგრამ ვერ ლაპარაკობს. სიარულიც არ შეუძლია. დაბადებიდან ასეა. წუთით არ შეიძლება მარტო დატოვება. სამი ბიჭი მყავდა, ორი მომიკვდა. ასე იყვნენ ისინიც.

არაფერს ვაკლებ, რაც შემიძლია... მე ვიცი ყველაფერი რა უნდა და ვუკეთებ, მეტი რა ვქნა. ვიდრე პირში სული მიდგას, მივხედავ. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი უნდა მიატოვო და ბავშვს მოუარო...“ - ამბობს ელენე კვანჭიანი.

„მთის ამბები“ და ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია მადლობას გიხდით თითოეულ შემომწირველს. მაყურებლებს, რომლებმაც ვიდეო გააზიარეთ და ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდეთ. განსაკუთრებული მადლობა ნდობისთვის, რასაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში