საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საქონლის სადგომში მცხოვრები დედისა და შშმ შვილის მძიმე ისტორია სვანეთიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:01 - 19 მაისი 2020 hits 41188

„დაჩაგრული ქალი ვარ. მტერი, მტერი იყოს ასეთ ცოდვაში... ყველაფერი ესმის, მაგრამ ვერ ლაპარაკობს. სიარულიც არ შეუძლია. დაბადებიდან ასეა. წუთით არ შეიძლება მარტო დატოვება. სამი ბიჭი მყავდა, ორი მომიკვდა. ასე იყვნენ ისინიც.

არაფერს ვაკლებ, რაც შემიძლია... მე ვიცი ყველაფერი რა უნდა და ვუკეთებ, მეტი რა ვქნა.

ვიდრე პირში სული მიდგას, მივხედავ. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი უნდა მიატოვო და ბავშვს მოუარო...“

ელენე კვანჭიანი შვილთან ერთად, ზემო სვანეთში, სოფელ ვედში (ხაიშის თემი), საქონლის სადგომში ცხოვრობს. ძველი სახლი 10 წლის წინ დაენგრათ. დედა-შვილი უმძიმეს პირობებშია - გომურში წყალი ჩადის, დიდთოვლობის ან ძლიერი ქარის დროს, შესაძლოა, დაინგრეს.

ელენე და სოსლანი, ვედში, ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის წევრებთან ერთად, რამდენიმე დღის წინ მოვინახულეთ. „მთის ამბების“ საქმიანობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, ცოტა მაინც რომ გვენუგეშებინა, იქვე გავუმხილეთ - ვეცდებოდით, რომ დედა-შვილის ურთულესი პირობები შეგვემსუბუქებინა. პირველ რიგში კი თქვენი იმედი გვაქვს, მაყურებლების მხარდაჭერის, ისე, როგორც ეს მიხა პაპას, ბლოელი გოგიას და საბედა ბებოს შემთხვევაში მოხდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში